საზოგადოება თბილისში ახალგაზრდა საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს 16 მარტი, 15:42 ![]() მკვლელობა მოხდა თბილისში. როგორც ცნობილი გახდა, მოკლულია 21 წლის ახალგაზრდა, გიორგი ახალაია. გიორგი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოდან იყო. მოკლულის მეგობრები ყვებიან, რომ გიორგი ახალაია ბარ "სახელოსნოში" მარტო იმყოფებოდა, სადაც ის დაბადების დღის გადახდას გეგმავდა და დეტალების გასარკვევად იყო მისული. სიტყვიერი დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. ჩხუბში არასრულწლოვნებიც მონაწილეობდნენ.ახალგაზრდა მამაკაცს, სულ მცირე, ხუთჯერ ჩაარტყეს დანა, აქედან ერთი გულში. "ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელთან ერთადაც ძალიან დიდი ხანი მოვდიოდი. შიგნით დაიწყო და გარეთ გაგრძელდა. იყვნენ ახალგაზრდა ადამიანები, რომელთაც მოუვიდათ კონფლიქტი და შემდეგ მივიღეთ ასეთი... როგორც მითხრეს, მარტო იყო, გულის არეში ჰქონდა დაზიანება მიღებულიო. ძალიან დიდი რაოდენობით სისხლის სდიოდა და ვერ შეაჩრეებს სისხლდენა და მივიღეთ ფატალური შედეგი. როგორ ვიცი, ამ პირებიდან დაკავებული არავინაა. რატის ბარში მუშაობდა დაცვაში. ძალიან კარგი ადამიანი იყო, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია, - ამბობს ახალაიას მეგობარი. გიორგი ახალაია კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.გიორგი სპორტსმენი იყო, მოკრივე, თბილისში სწავლობდა. "გიორგი სპორტსმენი იყო, მოკრივე, თბილისში სწავლობდა. მკვლელობა თბილისში მოხდა. გუშინ დაბადების დღე ჰქონია და ბარში აღუნიშნავს დაბადების დღე. მერე იქ რა მოხდა და ვინ მოკლა ეს სიცოცხლით სავსე ბიჭი, არ ვიცი. არ ვიცი, რამდენად გადაიტანენ ამ ამბავს მისი მშობლები. გული მეწვის მათი საცოდაობით, მთელი სოფელი შეძრა ამ ფაქტმა. ველოდებით ჩამოსვენებას და ალბათ მერე მეტი დეტალი გაირკვევა... რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ, რატომ? იმედია, უმკაცრესად დაისჯება დამნაშავე" - ამბობს მისი თანასოფლელი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ადამიანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე მიმდინარეობდა, თუმცა ჯერჯერობით მომხდარზე დაკავებული არავინაა. 38 2-ს მოსწონს
|