x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბოროტი ენები ამბობენ...." - რას წერს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსული ენერგორესურსებისა და საბანკო სექტორისთვის სანქციების გაფართოებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ბოროტი ენები ამბობენ - რუსებს და ქოცებს ბაიდენი უკვე ენატრებათო…ციკლიდან "მოგენატრებათ მამათი"-ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.



შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსულ ენერგორესურსებსა და საბანკო სექტორს სანქციები გაუფართოვა.


"CBS"-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხაზინამ გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იანვარში დაწესებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც საშუალებას იძლეოდა კონკრეტული ენერგეტიკული ტრანზაქციები სანქცირებული რუსული ბანკების მეშვეობით განხორციელებულიყო. ახალი სანქციებით კი ბანკებს წვდომა აღარ ექნება აშშ-ის გადახდის სისტემასთან, შესაბამისად, ენერგორესურსების ოპერაციებთან დაკავშირებით ტრანზაქციები გართულდება.










0
542
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
542