საზოგადოება
"ეს არაა ხელისუფლების ბრალი!"- რას წერს ელისო კილაძე
დღეს, 0:15

"ხელისუფლების მოვალეობა არაა დამხმარე მოხალისეების გაშავება
მადლიერება კარგი თვისებაა
"- წერს ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში და ხელისუფლებას თოვლში ჩარჩენილი უმწეო მოქალაქეების დასახმარებლად სტიქიის ზონაში ჩასული მოხალისეების გაშავების გამო აკრტიკებს:
"გაგიკვირდებათ და ზამთარში თოვლი მოდის და ეს არაა ხელისუფლების ბრალი!
ხელისუფლების ამოცანაა მომზადებული შეხვდეს თოვლს, წვიმას, სტიქიას და სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს, იზრუნოს მოსახლეობაზე!
ხელისუფლების მოვალეობა არაა დამხმარე მოხალისეების გაშავება
მადლიერება კარგი თვისებაა
"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გურიისა და აჭარის შემდეგ, სტიქია ახლა უკვე იმერეთის რეგიონს უტევს, სადაც არასაკმარისი ტექნიკისა და დაგვიანებული რეაგირების გამო საკმაოდ მძიმე ვითარებაა. საკვები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების პროდუქტები - ის რაც დღემდე ვერ გააკეთა სახელმწიფომ, აკეთებენ მოხალისეები. სტიქიის ეპიცენტრში უკვე ათეულობით მოხალისე იმყოფება და უპატრონოდ მიტოვებულ მოსახლეობას ეხმარება. თოვლით დაფარულ სოფლებში ჩარჩენილი ხალხისთვის დღეს ერთადერთი შვება, სწორედ მათი გამოჩენა იყო.