საზოგადოებრივი ვირთხები და "შავი სიკვდილი" დღეს, 14:18 ჭირის ეპიდემიამ, რომელიც ევროპაში გვიანი შუა საუკუნეებიდან XVIII საუკუნემდე მძვინვარებდა, დაახლოებით, 200 მლნ. ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. XIV საუკუნის 20–30–იან წლებში, დაავადებამ ჩინეთში და ცენტრალურ აზიაში დაიწყო გავრცელება. შემდეგ ის ახლო აღმოსავლეთში და ეგვიპტეში გადავიდა. ხოლო ევროპაში, 40-იან წლებში გავრცელდა. ცნობილია, რომ 1347 წ. მესინაში (სიცილია, იტალია) გენუეზური სავაჭრო გემი ჩავიდა, რომელზეც ჭირით დაავადებული მეზღვაურები იყვნენ. ხოლო, მათი ნაწილი გზაში დაიღუპა. შავი ჭირი იტალიის ჩრდ. რეგიონებში სწრაფად გავრცელდა და 2 წლის შემდეგ, ის უკვე იტალიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის კუნძულების მოსახლეობას კლავდა. პანდემიის II ტალღამ, 1346—1353 წლებში, აღმ. ევროპაც მოიცვა. იმდროინდელი ისტორიული წყაროების მიხედვით, დაავადება არნახული სისწრაფით ვრცელდებოდა და მოსახლეობაში წარმოუდგენლად დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ითვლება, რომ XIV საუკუნეში, ე. წ. შავი სიკვდილი (იგივე შავი ჭირი), რომელსაც Yersinia pestis–ს (შავი ჭირის ბაცილა) ეძახდნენ, ადამიანებს ვირთხის რწყილებით გადაეცემოდათ, რომლებიც მღრღნელების ბეწვში ბინადრობდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საუკუნეების მანძილზე, ამ დაავადების გავრცელებაში ბრალს ვირთხებს სდებდნენ. თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირთხები, შეიძლება, უსამართლოდ დაადანაშაულეს. მეცნიერები თვლიან, რომ დაავადების გავრცელებაში მთავარი როლი, თავად ადამიანებმა შეასრულეს. მკვლევარებმა, რომლებმაც გააანალიზეს, თუ როგორ გავრცელდა მოსახლეობაში ჭირი, დაადგინეს, რომ ადამიანის რწყილები და ტილები, ბევრად უფრო ხშირად გადასცემენ ინფექციას, ვიდრე ვირთხებთან დაკავშირებული პარაზიტები. ადამიანის პარაზიტებზე დაფუძნებული მოდელები, უფრო მეტად ემთხვეოდა სიკვდილიანობის ისტორიულ მაჩვენებლებს, მაშინ როცა, ვირთხის პარაზიტები, ამ მონაცემებს არ შეესაბამებოდა. ამრიგად, თაობების მანძილზე, ვირთხებისკენ მიმართული ბრალდებები არასწორი იყო. ეპიდემიის მიზეზი, ვირთხები კი არა, პარაზიტი იყო, რომელიც ადამიანებზე ცხოვრობდა და რომელმაც შეუმჩნევლად, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელი, პანდემია გამოიწვია. არხის სხვა სიახლეები:* "ტიტანიკის" კატასტროფა გარდაუვალი იყო – გემი პორტიდან რომ არ გასულიყო, მაინც ჩაიძირებოდა* 7 გამოცანა ხრიკებით, რომელსაც თქვენი ჩიხში შეყვანა შეუძლია (პასუხები აქვს)* საინტერესო ფაქტები ნოეს კიდობნის შესახებ* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?103 შეფასება არ არის
|