სასმელები ჩაის მოკლე ისტორია და დაყენების იდეალური წესი 21 თებერვალი, 16:40 ჩაის, ტრადიციულად, ჩინეთთან აკავშირებენ და ეს საერთოდაც არ არის გასაკვირი. რადგან, როგორც ძველი წყაროებიდან ირკვევა, მას ჩინეთში V საუკუნიდან იცნობენ და მოიხმარენ. ცნობილია, რომ თავდაპირველად, მას როგორც წამალს ისე იყენებდნენ. განსაკუთრებით ხშირად, სამკურნალო საშუალებად მას მონასტრებში მოიხმარდნენ. სწორედ იქიდან მოხვდა ჩაი, იმპერატორის მაგიდაზე. ხოლო იქიდან, ფართო მასებშიც გავრცელდა. X-XIII საუკუნეებში, სუნის დინასტიის მმართველობის დროს, ჩაის სმის წესების ფორმირება მოხდა, რომელმაც ჩაის მოხმარების პროცესი, დახვეწილ და აუჩქარებელ რიტუალად აქცია. ჩაიში კოფეინის რაოდენობა და მისი გამოსაფხიზლებელი თვისება როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩაის, პოპულარობაში (წყლის გარდა), მხოლოდ ყავა* შეიძლება შეეჯიბროს. რადგან სწორედ ამ ორი სასმელით იწყებს, ადამიანების უმრავლესობა დღეს. ამასთან, ყავაზე არჩევანის გაკეთებას, იმით ხსნიან, რომ ის დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს და ახალ გაღვიძებულზე, კარგი გამოსაფხიზლებელი, ენერგეტიკული სასმელია. ტექნიკურად, ეს მართლაც ასეა, მაგრამ, რეალურად, ხანგრძლივი, დღის მანძილზე ტონუსის შესანარჩუნებლად, უმჯობესია არჩევანი ჩაიზე გავაკეთოთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ 1 ფინჯანი შავი ჩაი 40-70 მგ. კოფეინს შეიცავს, რაც თითქმის, სამჯერ ნაკლებია 1 ფინჯანი ყავის შემადგენლობაში შემავალი კოფეინის (100-200 მგ.) რაოდენობაზე. მაგრამ, ჩაი კიდევ ერთ სასარგებლო ნივთიერებას — ტანინს შეიცავს, რომელიც მასში არსებული კოფეინის ეფექტს, ახანგრძლივებს. იდეალური ჩაის დაყენების წესი ჩაის ექსპერტებმა, უკვე დიდი ხნის წინ, შეიმუშავეს რეცეპტი, რომელიც იდეალური ჩაის მომზადებისთვის გამოიყენება. მთავარი, ჩაის დაყენებისას, ტემპერატურის და დოზების სწორედ შერჩევაა. საშუალოდ, წყლის ტემპერატურა, ჩაის მომზადების დროს, 70-90° C უნდა იყოს და არა მდუღარე, ახლად ადუღებული წყალი. რაც შეეხება, დოზირებას, ის ჩინეთში და იაპონიაში არსებული რეცეპტების მიხედვით, ჩაის მწარმოებელთა ინგლისურმა ასოციაციამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 1980 წელს შეიმუშავა. მაშ ასე, 1 ფინჯანი ჩაის მოსამზადებლად, ყოველ 100 მლ. წყალზე, 2 გრამი (1 ჩ. კ.) ჩაის ფოთოლია საჭირო. ხოლო ტემპერატურა, 85 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ოპტიმალური გემოს და შეგრძნებებისთვის კი, ჩაი 60° C უნდა მივირთვათ. * კამათი იმის შესახებ, თუ რომელი სასმლის უკეთესია, ჩაის და ყავის მოყვარულებს შორის, უკვე 9 საუკუნეს ითვლის. ეს დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყავის ჯერ კიდევ ნედლი მარცვლებით, არომატული სასმელი მოამზადეს. დღემდე ითვლებოდა, რომ დილის სასმელის ამორჩევა – მხოლოდ ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული: ზოგს ჩაი უყვარს, ზოგს კი, ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენია დილის და დღის დაწყება... გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* "ჩვენ მოწინავე ცივილიზაციას გადავეყარეთ, რომელიც, ალბათ, 100 მლნ. წლით ხანდაზმულია" – აცხადებს ყოფილი ასტრონავტი* "II მსოფლიო ომი შურისძიება იყო გერმანელების გენოციდისთვის გამო"... – ვის ადანაშაულებდა III რაიხი?* რატომ უშვებს ღმერთი ავადმყოფობას და უბედურებას? – პასუხი კითხვაზე (იგავი)* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?43 3-ს მოსწონს
|