საზოგადოება ლეგენდარული კომენტატორის, ნუგზარ ჯუღელის სახალისო ფრაზები 17 იანვარი, 17:46 ![]() - ძვირფასო მეგობრებო, დღეს მოედანზე ორი თენგიზია - თენგიზ სულაქველიძე და ნუკრი კაკილაშვილი. - აი, თქვენ კადრში ხედავთ დაღლილ ოპოშნიანს, ეტყობა, გადაღლილია. ისუნთქე, ოპოშნიან, ისუნთქე! შენ დღეს ეს ნამდვილად დაიმსახურე!
- მოედანზე გამოვიდნენ ქართველი კალათბურთელები: მილოვიდოვი, კაპუსტინი, დერიუგინი, ბოროდაჩოვი და დარსაძე.
- მართალია დღეს თბილიში დილიდანვე წვიმს მაგრამ სპორტის სასახლეში ნამდვილი საკალათბურთო ამინდია.
- დარსაძე ახტა, სტყორცნა. ვერ ჩააგდო და იძულებული გახდა უკან ჩამომხტარიყო.
- სოხუმი ბათუმი ფოთუმი..
- დარსაძის წინ ტკაჩენკოა, დარსაძე ახტა დარსაძე დახტა, გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო, მაინც ტკაჩენკოა.
- დერიუგინი ახტა მიიხედმოიხედა, მიხვდა რომ იქ არაფერი ესაქმებოდა და ისევ ჩამოხტა.
- ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა აუტში მოიგერია, რომელსაც დინამოელები თავიანთი ნახევრიდან მოაწვდიან. მოაწოდეს, პასი წინ, ისევ აუტი. განაახლეს თამაში გვერდითი ხაზიდან, მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ და… ისევ აუტი. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ დინამოელები აუტ-აუტ მიიწევენ წინ…
348 შეფასება არ არის
|