x
მეტი
  • 03.01.2025
  • სტატია:139171
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512646
"თავს ნუ მოიჭრით - გაფრთხილებთ წინასწარ"- ვის მიმართავს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი, ელისო კილაძე ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ ყაველაშვილი სუფლიორზე საახალწლო მილოცვის ტექსტის წაკითხვაში წინასწარ ავარჯიშონ, რათა თავი ისევე არ მოეჭრას, როგორც ეს მისი ინაუგურაციის დროს მოხდა, როდესაც ის დაწერილ ტექსტს ძლივს კითხულობდა:


"პრეზიდენტმა ახალი წელი არ უნდა მოგვილოცოს?


რამდენიმე დუბლი ჩაწერეთ, სუფლიორზე კითხვა ასწავლეთ, თავს ნუ მოიჭრით-გაფრთხილებთ წინასწარ????????"- ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.


"ქართული ოცნების" მიერ არჩუელი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველშვილის ინაოგურაციის თემას ასევე გამოეხმაურა პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანიც, რომლის პოსტსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ:


"ხალხნო ტექსტს ძლივს კითხულობს, ეს ყაველაშვილი, ასეთი არაფერი მინახავს! მხოლოდ გინება იცის და შეუძლია, ეტყობა “მოკლეა” გინების ტექსტი და უიოლდება ამოთქმა !!!????


კაცო, ვერ წააკითხეთ რამდენჯერმე, ვერ ამეცადინეთ თითის გაყოლებით, ვითომ პირველ კლასშია??


მაგრამ ახლა გამახსენდა, რომ პირველში არა, ნულ -0 “კლასშია"– ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "ქართული ოცნების" მიერ არჩეული ახალი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცი პარლამენტის შენობაში გაიმართა. ხანმოკლე ცერემონიას არცერთი უცხოელი ელჩი არ დასწრებია. მმართველი პარტიის თქმით, ისინი პარლამენტის შენობაში სივრცის სიმცირის გამო არ მიიწვიეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა მათი ახალი მთავარსარდლის ფიცის დადებას. ინაუგურაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. ტრადიციის დარღვევით, პარლამენტის პლენარულ დარბაზში მხოლოდ ქართული დროშები იყო გამოფენილი, ხოლო ევროკავშირის დროშები არსად ჩანდა.






0
608
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
608