x
მეტი
  • 11.12.2024
  • სტატია:138727
  • ვიდეო:351979
  • სურათი:512444
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის დამარცხებული არმიის ბაზები უმოწყალოდ დაბომბეს
image
ისრაელი კარგა ხანია "ცეცხლს ეთამაშება", ერთის მხრივ ანადგურებს პალესტინელებს, მეორეს მხრივ ლიბანში მშვიდობიან მოსახლეობას უმოწყალოდ ბომბავს ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით და ამ ბრძოლაში ისე შორს შეტოპა, ისრაელის პრემიერზე და თავდაცვის მინისტრზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, როგორც კაცობრიობის წინაშე განსაკუთრებით მძიმე სამხედრო დანაშაულების მთელი "ბუკეტის" გამო.


ისრაელი ტერორს ათმაგი ტერორით პასუხობს, რასაც ათსობით მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები.
დადასტურებულია, რომ "ცახალი" ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე აკრძალული ვაკუუმური ბომბებით ანადგურებდა ღაზაში და ლიბანში კოლოსალური რაოდენობით საცხოვრებელ კორპუსებს.

"უძლურ ლომს აფთრები წაესივნენო"-ასე მოხდა სირიაში. არც ასადი გამოირჩეოდა დიდად გულმოწყალედ საკუთარი მოსახლეობის მიმართ, სირიის არმიის საავიაციო ესკადრილიის მეთაური 40 წლიანი სასჯელით ციხეში ყავდა გამოკეტილი იმის გამო, რომ პატრიოტმა სირიელმა საკუთარი ხალხი არ დაბომბა.


ამბოხებულების მიერ დამასკოს უშიშროების ციხის აღების მერე მფრინავი განთავისუფლებულია დიდი ხნით ციხეში მძიმე პირობებში ყოფნის შემდეგ.
ასადი გაიქცა, სირიის არმია იარაღს ყრის და მეამბოხეებს ბარდება, რომლებიც აშშ-ს მიერ იყო მთლიანად დაფინანსებული და შეიარაღებული. ანუ აშშ-მ შექმნა ქაოსის კიდევ ერთი კერა, რადგან მეამბოხეებმა ბანკებიდან გაიტანეს ყველა ფულადი თუ ოქროს რეზერვები, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას მძიმედ დააწვება.


ამ დროს კი ისრაელმაც დრო იხელთა და მიწასთან ასწორებს უკვე დამარცხებული ასადის ერთგული არმიის სამხედრო ბაზებს. "ცახალის" ავიაცია მძიმე ბომბებით დაუნდობლად ბომბავს სამხედრო ბაზებს დაუსჯელად, რადგან რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გამორთულია და სირიის ცა პრაქტიკულად სრულადაა დაუცველი.



ისრაელის უკან დგას აშშ, ისევე, როგორც სირიელი ამბოხებულების უკან დგას აშშ.


ყოველივე ეს აუცილებლად აისახება ისრაელზე, რადგან ამდენი ქვეყნის მტრად მოკიდება კარგად შეიარაღებული ისრაელისთვისაც მძიმე ნაყოფს გამოიღებს უახლოეს პერსპექტივაში.

ცნობილი ფაქტია, რომ ასადის ერთგული არმია ადრევე დამარცხდებოდა, რომ არა რუსი სამხედრო ინსტრუქტორები, რუსეთის სამხედრო ბაზის ტექნიკის დახმარება და სირიაში პირველად გამოჩენილი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი", რომელიც განსაკუთრებით მაღალი ბრძოლისუნარიანობით, რომ გამოირჩევა ბრძოლის ველზე დისციპლინის და მაღალი ორგანიზებულობის წყალობით თავად მინახია ბრძოლის ველზე უკრაინაში, რამდენიმე მიმართულებაზე.


ოფიციალური სტატისტიკით 543 რუსი სამხედრო და "ვაგნერის" მებრძოლია დაღუპული, რეალურად კი ეს რიცხვი ორჯერ მეტია, რადგან ყველაზე ცხელ წერტილებში სწორედ "ვაგნერელები" იბრძოდნენ და შესაბამისად დანაკარგიც დიდი ჰქონდათ.


სულ სირიაში ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით მაღალი რანგის ოფიცრობიდან დაღუპულია: ერთი გენერალ-მაიორი, 10 პოლკოვნიკი, 15 ვიცე-პოლკონვიკი, 31 მაიორი და 61 სხვადასხვა წოდების ოფიცერი ლეიტენანტიდან კაპიტნის წოდებით.

0
113
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
113