მსოფლიო რას გვეუბნება რეაქცია ,,იუნაითიდ ჰელზ ქეარის" აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობაზე დღეს, 10:44 თქვენ არ გჭირდებათ ადამინური ტრაგედიისადმი ამ რეაქციებისადმი კეთილგანწყობა, რომ გაიგოთ, რატომ შთააგონებს სადაზღვევო ინდუსტრიასთან დაკავშირებული ვინმე ასეთ მტრობას. “იუნაითიდ ჰელზ ქეარის" აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან ტომპსონის მკვლელობასთან დაკავშირებულ კითხვებს გარკვეული დრო დასჭირდება საბოლოო პასუხის გასაცემად, მაშინაც კი, თუ პოლიციამ პენსილვანიაში ახლა დააკავა და ბრალი წაუყენა მამაკაცს სროლასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, კითხვა, თუ როგორ გრძნობენ ამერიკელები ჯანმრთელობის დაზღვევის ინდუსტრიას, ეჭვის მცირე ადგილს ტოვებს. სოციალურ მედიასა და ყოველდღიურ საუბრებში ამერიკელები ხუმრობდნენ გასულ კვირას ნიუ იორკში მომხდარ სროლაზე- და ზოგიერთ შემთხვევაში კი ვარაუდობდნენ, რომ ტომპსონი სიკვდილს იმსახურებდა- იმის გამო, რასაც ამბობენ, რომ მისმა კომპანიამ და მისმა ინდუსტრიამ გააკეთეს ხალხის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. ჯენიფერ ბენდერიმ და არტურ დელანიმ განაცხადეს გასულ კვირას, ასევე უამრავმა ადამინმა დაწერა ვარიაციები თემაზე: “აზრები და ლოცვები ქსელში არ არის", ასე მოიხსენიებენ ისინი სადაზღვევო ტერმინოლოგიის ნაცნობ ნაწილს. პუნქტის ქვეშ, სადაც ნიუ იორკის ოფიციალური პირები ეძებდნენ რჩევებს მკვლელის პოვნის შესახებ, ერთ-ერთმა კომენტატორმა თქვა:“ ჩემი რეგულარული დაზღვევა არ ფარავს მხედველობას, ამიტომ მე ნამდვილად ვერ ვხედავ", ხოლო მეორემ დაწერა:“ჩვენ გვჭირდება წინასწარ ავტორიზაცია"- კიდევ ერთხელ, დაზღვევის გამოყენებით. თქვენ არ უნდა იყოთ კორპორატიული შილი, რომ ეს რექცია დეჰუმანური და შემაშფოთებელი აღმოჩნდეს. ვიღაცის მკვლელობით კმაყოფილება ისეთი რამაა, რაც აშკარად საზღვრებს გარეთაა, . ეს მოხდა იქამდე, სანამ სოცილური ქსელები ადამინებს გაუადვილებდნენ თავიანთი ცუდი ინსტიქტების ხმამაღლა გამოხატვას და შემდეგ დააჯილდოებდნენ ამისთვის კიდევ უფრო მეტი ყურადღებით. “ზოგიერთ ბნელ კუთხეში ამ მკვლელს გმირად აფასებენ", თქვა გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. 0 შეფასება არ არის
|