ასტროლოგია 2025 გველის წელი - „ორმაგი გაზაფხულის“ წელი: ეს კარგია თუ ცუდი? 9 დეკემბერი, 21:45 2025 წელს ჩინურ მთვარე-მზის კალენდარში ზეციური დრაკონი ადგილს მიწიერ გველს დაუთმობს. გარდა ამისა, დამდეგი მთვარის ახალი წელი „ორმაგი გაზაფხულის“ წელია.
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ახალი წელი 29 იანვარს დაიწყება. ჩინურ ასტროლოგიაში 12 ზოდიაქური ცხოველია და თითოეულს თავისი უნიკალური თვისებები აქვს. ყოველწლიურად ცხოველი ერთიანდება ხუთიდან ერთ-ერთ ელემენტთან - ლითონი, ხე, წყალი, ცეცხლი და მიწა. ელემენტები ერთმანეთს ავსებენ და უპირისპირდებიან, მაგრამ სწორედ ეს მუდმივი ურთიერთქმედება ხელს უწყობს ჰარმონიას, ბალანსს და წესრიგს სამყაროში. 2025 წელს ხის გველის წელს აღვნიშნავთ. ასევე ცნობილია, როგორც მწვანე გველის წელი, რადგან ხე ასოცირდება მწვანე ფერთან ხუთი ელემენტის ჩინური თეორიის მიხედვით. ზოგიერთ ტრადიციაში გველი შეიძლება იყოს ბოროტების და ღალატის სიმბოლო (მაგალითად, ქრისტიანულ ბიბლიაში გველი წარმოადგენს ეშმაკს და ცდუნებას), ჩინურ კულტურაში ის სიბრძნის და მოხერხებულობის სიმბოლოა. ხე ზრდის, მოქნილობის და მოთმენის სიმბოლოა. ამავდროულად, კვებავს ცეცხლის ელემენტს, რომელიც სასიცოცხლო ძალას და ცვლილებებს წარმოადგენს. თუ ისტორიით ვიხელმძღვანელებთ, 2025 წელი იქნება დინამიკური ცვლილებების დრო, მსგავსი იმისა, რაც მსოფლიომ განიცადა წინა ხის გველის წელში. ვინაიდან ყველა სტიქიური ცხოველი მიჰყვება 60 წლიან ციკლს, ბოლოს ხის გველის წელი 1965 წელს იყო. ის წელი იყო გარდამტეხი და დასამახსოვრებელი ბევრი თვალსაზრისით. აშშ-ში მიიღეს ხმის მიცემის უფლების აქტი. ეს ეპოქალური კანონი მიმართული იყო საკანონმდებლო ბარიერების მოხსნაზე, რაც შავკანიან საზოგადოებას ხმის მიცემის უფლების გამოყენებაში ხელს უშლიდა. პირველად კათოლიკურ ეკლესიებში მესა ლათინურის ნაცვლად ადგილობრივ ენებზე აღევლინა. საბჭოთა კოსმონავტი ალექსი ლეონოვი გახდა პირველი ადამიანი, ვინც ღია კოსმოსში გავიდა. 1965 წელს სინგაპური გამოეყო მალაიზიას და გახდა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ამ წელს რიგი პრობლემებიც მოხდა. ჰონგ-კონგში მოხდა საბანკო პანიკა, მათ შორის ბანკების Canton Trust და Commercial Bank მარცხი. სხვა ადგილებში აშშ-ს სამხედრო ჩართულობის ზრდამ გამოიწვია ვიეტნამის ომის ესკალაცია (1954-1975). თუმცა, შესაძლოა, გაგვიმართლოს და ამჯერად გველის უფრო ხელსაყრელი წელი გვქონდეს, რადგან დამდეგი მთვარის ახალი წელი „ორმაგი გაზაფხულის“ წელია, გაზაფხულის ორმაგი დადგომით (ლიჩუნი) ერთი წლის განმავლობაში ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით. პირველი ლიჩუნი მოდის 2025 წლის 3 თებერვალს, მთვარის ახალი წლის მეექვსე დღეს, ხოლო მეორე 2026 წლის 4 თებერვალს, გველის წლის დასრულებამდე 1 კვირით ადრე (გველის წელი სრულდება 2026 წლის 16 თებერვალს). ჩინური ტრადიციის თანახმად, გაზაფხული ახალი სიცოცხლის და ახალი დასაწყისის სიმბოლოა. რიცხვი ორი იღბლიანად ითვლება. ჩინური ანდაზების თანახმად, ყველაფერი კარგი წყვილში მოდის. ითვლება, რომ წელიწადში ორი გაზაფხული აძლიერებს კეთილდღეობას და წარმატებას, რაც მას განსაკუთრებით ხელსაყრელ თვედ აქცევს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა ქორწინება. ჩინური ზოდიაქო მიჰყვება 12 წლიან ციკლს, ყოველ წელს შეესაბამება თორმეტი ცხოველიდან ერთი: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი, ამ თანმიმდევრობით. საინტერესოა, რომ გველის წელს ზოგჯერ „პატარა დრაკონის“ წელსაც უწოდებენ, რადგან ტრადიციულად ჩინური რწმენის თანახმად, მითიური დრაკონი გველის მიხედვით შეიქმნა. ეს ტერმინი გვეხმარება გველის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა შეუსაბამობის გრძნობის განმუხტვაში, რადგან გველს, როგორც წესი, არ სცემენ პატივს ისე დიდად, როგორც დრაკონს. ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც გრძნობებს მალავენ: ვინ არის ყველაზე ცივსისხლიანი? "ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრე" - როგორ გამოიყურება ზოდიაქოს ნიშნების ოთახი და ბინა ყველაფერი კუროს შესახებ: საინტერესო ფაქტები და განსაკუთრებული თვისებები 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ასაკთან ერთად უფრო ლამაზი ხდება გამოიცანით ყველაზე ძუნწი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 725 შეფასება არ არის |