სხვა ამბავი,რომელიც არავის დაგტოვებთ გულგრილს... 2012, 24 ოქტომბერი, 23:11 სოციალურ ქსელ facebook-ში ერთი ბმული გააზიარეს, რომელმაც იმდენად ამიჩუყა გული, რომ არ შემიძლია თქვენც არ გაგაცნოთ.ბევრი ადამიანი არ გააკეთებდა იმას, რაც ამ პატარა ბიჭმა შეძლო...
ამბავს ერთ-ერთი ექიმი ყვება.ზუსტად სიტყვასიტყვით ვაკოპირებ ტექსტს:
"საავადმყოფოში მოიყვანეს პატარა გოგონა, რომელიც მოხვდა ავარიაში.მას ესაჭიროებოდა სისხლის იშვიათი ჯგუფი.საავადმყოფოში მოვიდნენ გოგონას მშობლები და ტყუპი ძმა, რომელსაც ჰქონდა იმავე ჯგუფის სისხლი.მე ავუხსენი მას, რომ დას ესაჭიროებოდა თავისი სისხლი და რომ საუბარი იყო ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზე.ის დაფიქრდა რამოდენიმე წუთით, შემდეგ დაემშვიდობა თავის მშობლებს და გამომყვა.როდესაც სისხლის აღება დავასრულე, ვუთხარი რომ თავისუფალია და შეეძლო დაესვენა.მან კი გაკვირვებით და მოულოდნელად მკითხა:როგორ?არ მოვკვდები?
იმ მომენტში, როდესაც ის დამთანხმდა სისხლის აღებაზე, იგი დარწმუნებული იყო რომ მოკვდებოდა მაგრამ დას შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს".
2542 22-ს მოსწონს
|