x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსებმა ლადო გამსახურდიას 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
image

უკრაინაში მებრძოლი, ქვედანაყოფ „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური, ლადო გამსახურდია თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გაასამართლეს.


საქართველოს 36 წლის მოქალაქეს ლადო გამსახურდიას (შეყვანილია როსფინმონიტორინგის ტერორისტთა და ექსტრემისტთა სიაში) 18 წელი პატიმრობა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, უკრაინის შეიარაღებული ძალების (AFU) მხარეს ბრძოლებში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ რეგიონულმა პროკურატურამ განაცხადა:


"უცხოელი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლით („დაქირავებული“).



გამომძიებლების თქმით, 2022 წელს მსჯავრდებული უკრაინის ტერიტორიაზე ჩავიდა, როგორც დაქირავებული და ებრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. 2022 წლის მაისიდან 2024 წლის აგვისტომდე იყო ქვედანაყოფის მეთაური. ამ პერიოდში მამაკაცი იღებდა, ამზადებდა, ფინანსურ და სხვა მატერიალურ დახმარებას უწევდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რათა მათაც მიეღოთ მონაწილეობა კონფლიქტში. გამსახურდიამ თავისი საქმიანობაში მიიღო 2, 2 მილიონ რუბლზე მეტი ანაზღაურება.(დაახლოებით 62 ათასი ლარი).


2023 წელს "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ლადო გამსახურდია აღნიშნავდა, რომ "კავკასიურ " ლეგიონში, ქართველების გარდა იბრძვიან, ჩეჩნები, დაღესტნელები, იყვნენ ოსებიც, სულ 100-მდე კაცი.


რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გაასამართლა თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკაში.უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ბრძოლებში მონაწილეობისთვის დაუსწრებლად მიესაჯა საქართველოს 40 წლის მოქალაქეს, გიორგი ახალაიას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

0
168
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0