x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კარგი ამბავი..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

image


ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პროევროპულ აქციაზე დაშავებული 21 წლის მოქალაქის, ალექსი თირქიას ჯანმრთელობის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს:


"მეორე კარგი ამბავი.


დღეს ალექსანდრეს გაღვიძებას დაიწყებენ. მაღალი სიცხე კი აქვს, მაგრამ პოსტ.საოპერაციო, როგორც ექიმები ამბობენ.


მთავარია, ანალიზებმა აჩვენა რომ ინფექცია არ აქვს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი.


ექიმები უკვე იმედიანად არიან და დაველოდოთ დღევანდელ დღეს. უფრო მეტი გვეცოდინება." - ვკითხულობთ ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას 21 წლის აქციის მონაწილეს, ალექსი თირქიას სპეცრაზმელებმა თვალში გაზის კაფსულა მოარტყეს, დაზარალებული ინგოროყვას კლინიკაში იქნა გადაყვანილი, რომელსაც ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა.






0
1614
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1614