x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„მიშას შევუთვალე, თუ დამაპატიმრებ თავს გადავიპარსავ და დახოცილი ბიჭების ტატუს გავიკეთებ–მეთქი“ - მოროშკინა
image

.

მე სრულიად მარტო აღმოვჩნდი მოდულის მთელ შენობაში, არა მარტო საკანში, შუქები ყველგან ჩამიქრეს, იმ საკანში გადიოდა სავენტილაციო სისტემა და 24-საათიანი ხმაური იყო. ერთი კვირა საერთოდ სინათლე არ დამინახავს, არავინ იცოდა ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი, - განაცხადა პოლიტოლოგმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილმა მრჩეველმა ლალი მოროშკინამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“, სადაც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მისი დაკავების დეტალები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

.


„როცა დამაკავეს, პირველ რიგში, ადვოკატი არ დაუშვეს პროცესზე. მე ხელზე მქონდა ბორკილები დადებული და ვიჯექი, ვისმენდი განაჩენს. საქმე აღძრული იყო 9-დან 15-წლამდე, განზრახ მკვლელობის მუხლით და მე მაშინ შევუთვალე სააკაშვილს, რა წუთშიც ამას გააკეთებ, თავს გადავიპარსავ და ვინც კი ბიჭები შენ ქუჩაში დახვრიტე, მათი სახელების ტატუს გავიკეთებ, BBC-იც მოვა, CNN-იც და ამას გადაიღებენთქო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართალი ადმინისტრაციულად გადაკეთდა.

.

იმის გამო, რომ არ იცოდნენ სად წავეყვანე, ნორა კვიციანის ძალიან ეშინოდათ და თქვეს, ქალთა ციხეში არ მივიყვანოთ იმიტომ, რომ იქ ბუნტი დაიწყებაო. ასე აღმოვჩნდი მოდულის შენობაში. 2011 წელი იყო ყველაზე მძიმე წელი. გაშიშვლებული, საათების განმავლობაში ვიდექი გაყინული იმიტომ, რომ ამბობდნენ სამედიცინო შემოწმება უნდა მომხდარიყო ჩემი. როდესაც შევედი, არცერთი ადამიანი არ იყო და აღმოჩნდა, რომ გორში გადაიყვანეს ყველა. მე სრულიად მარტო აღმოვჩნდი მთელ შენობაში, არა მარტო საკანში. გარდა იმისა, რომ ჩააქრეს შუქები და ე.წ. „კარმუშკა“, საიდანაც შეიძლება პატარა შუქი მაინც შემოდიოდეს, ისიც დამიხურეს. იმ საკანში გადიოდა სავენტილაციო სისტემა, 24-საათიანი ხმაური იყო. პირდაპირ ფსიქიატრიულში უნდა მომხვდარიყო ადამიანი იქიდან. არავინ იცოდა ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი და ერთი კვირა საერთოდ სინათლე არ დამინახავს. მესმის გივი სიხარულიძის ხმა და ჩავთვალე, რომ მოლანდებები დამეწყო. გივი სიხარულიძე მივიდა ახალაიასთან და უთხრა, გთხოვ, დედამისთან მიმატანინე ამბავი ცოცხალია თუ მკვდარიო. მე მახსოვს, შიმშილობისგან სისხლის დენა მქონდა დაწყებული, არ მომცეს სავლების გამოვლების საშუალება და გივი რომ მოვიდა ფაქტობრივად ჩავაკვდი ხელში. ის 15 დღე ალბათ ბევრისთვის წლებია, როცა სრულ მარტოობაში ხარ. მერე გავიგე, რომ ბავშვებიც მოდიოდნენ, ჟურნალისტებიც. დღეს რომ ვინმეს იგივე გაუკეთონ, რაც მე მაშინ გამიკეთეს, ადვოკატი არ შემოუშვან, რეალურად დღის შუქი არ დაგანახონ. ერთ დღეში მინუს 5 გამიხდა მხედველობა, ექიმთან რომ მივედი ოპერაცია დამჭირდა“, - აღნიშნა მოროშკინამ.

.

პოლიტოლოგმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილმა მრჩეველმა ლალი მოროშკინამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს წამების კადრების გავრცელების შემდეგ ციხეში ვიზიტიც გაიხსენა, რომლის დროსაც არასრულწლოვანმა პატიმარმა გაუპატიურების შესახებ მოუყვა. მისი თქმით, ეს ის პერიოდია, როცა სააკაშვილმა არჩევნები წააგო, თუმცა ჯერ ხელისუფლება გადაბარებული არ ჰქონდა და ციხეში კომისიის სიით შევიდა.

.

„როდესაც ჩვენ შევედით ციხეებში, იქ იყვნენ ბავშვები. 12-13 წლის ბავშვები დაგვხვდნენ, ბევრნი იყვნენ. ეს არ იყო 2-3 ბავშვი, რომელთა მშობლებმაც ისე გაამწარეს მთავრობა, რომ მათი ბავშვები დაიჭირეს. იქ იყო გაუპატიურების ფაქტები, რაზეც ეს ბავშვები ჰყვებიან. მე მახსოვს, გელა კეტაშვილთან ერთად შევედით და გელას ცუდად გაუხდა გული, როდესაც ბავშვმა გაუპატიურების მომენტის მოყოლა დაიწყო და თვალით გვაჩვენა ბადრაგი. ეს იყო გარდამავალი პერიოდი. მაშინ მონიტორინგის საბჭო გაკეთდა. „ოცნების“ მთავრობა ჯერ არ იყო მოსული, მაგრამ მონიტორინგის საბჭო იყო. ზუსტად ციხის კადრების შემდეგ პერიოდში.

.

სახლში რომ მოვდიოდი და ჩემს შვილებს ვუყურებდი, ვფიქრობდი: „ღმერთო, მადლობა რომ ეს ჩემს ოჯახში არ ხდება“, მაგრამ ის ბავშვები ჩვენი ოჯახის შვილები არ იყვნენ? შემდეგ ეს ბავშვები უცხოეთში გავუშვით სამკურნალოდ მშობლებთან ერთად, უბრალოდ არასდროს გავთქვამთ სახელებს და გვარებს. ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა გვქონდა მშობლებთან, რომლებიც, წარმოიდგინეთ, როგორ შოკში იყვნენ.

.

დღეს როდესაც ამბობ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, გაზულუქებული სააკაშვილი რესტორნიდან რომ გახდა პრეზიდენტი, დღეს საავადმყოფოდან გამოსული და გამწარებული რას იზამს? ცოცხალს არ დატოვებს არავის“, - განაცხადა მოროშკინამ.

0
434
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0