ქალი და მამაკაცი გოგონა თანხის სანაცვლოდ მამაკაცებს მის მშობლებთან შეყვარებულის როლის შესრულებას სთავაზობს 7 დეკემბერი, 12:44
მარტოხელა მამაკაცები ზოგჯერ იძულებულნი არიან აირიდონ კითხვები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი მშობლების სახლს სტუმრობენ. აი ჯესენია რებეკამ კი გადაწყვიტა ასეთ მამაკაცებს დაეხმაროს. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად არის შეყვარებული გოგონას როლი ითამაშოს, რა თქმა უნდა თანხის სანაცვლოდ.
29 წლის ჯესენია მზადაა გახდეს ცრუ მეორე ნახევარი 250 დოლარად. ამ რაოდენობის თანხის სანაცვლოდ ის ორ საათს გაატარებს "საყვარლის" ოჯახთან ერთად, შესატყვისი სადღესასწაულო სამოსთან ერთად. პაკეტში ასევე შედის "რამდენიმე სახალისო ისტორია". არის უფრო ძვირი ვარიანტები. 450 დოლარიან პაკეტში შედის საჩუქარი, რომელსაც თავის სახელით ბიჭის მშობლებს მიუტანს, ასევე სამი საათი დარჩება სადილზე ოჯახთან ერთად, მოუყვება „ტკბილად მოსაგონარ ამბავს, იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს“ და ასევე გადაიიღებს ოჯახურ ფოტოებს. ყველაზე ძვირადღირებული პაკეტი ღირს 650 დოლარი (მშობლების საჩუქარი ცალკე გადაიხდება). ამ ფასში შედის ყველაფერი, რაც ხელმისაწვდომი იყო უფრო იაფ ვარიანტებში, მხოლოდ შეხვედრის დრო იზრდება ექვს საათამდე. გარდა ამისა, ჯესენია იტყვის "მიყვარხარ" მთელი ოჯახის წინაშე, აკოცებს მომხმარებელს ლოყაზე, დაეხმარება დედას სადილის შემდეგ ჭურჭლის გარეცხვაში და მის პირად პროფილზე გამოაქვეყნებს ფოტოს მშობლებთან ერთად "ახლო მეგობრებისთვის". . - რატომ არის ხალხი ასე გაბრაზებული? ”მე ვთავაზობ შესანიშნავ მომსახურებას მარტოხელა მამაკაცებს, ” - აღნიშნა მან. შემოთავაზებული სერვისებზე კომენტარებში არის განსხვავებული აზრები - ძირითადად მამაკაცებისგან. ზოგს მიაჩნია, რომ "ცრუ გოგოს" ღირებულება ძალიან მაღალი არის და სთხოვენ მოიფიქროს პაკეტი "40 დოლარად". სხვა მამაკაცმა იმათ, ვისაც ასეთი მომსახურება სჭირდება, „საცოდავები“ უწოდა და მოუწოდა „ნამდვილი შეყვარებული იპოვონ“. ვიღაცამ კიდევ არნიშნა, რას იზამ „თავისუფალი საბაზრო კაპიტალიზმი ცოცხალია“. ჯესინიამ სხვათა შორის არ დააკონკრეტა, როგორ აპირებს თავის დაცვას, თუ ერთ-ერთი კლიენტი გადაწყვეტს მისგან მოითხოვოს იმაზე მეტი, რაც მის „მომსახურებაში“ შედის. 172 2-ს მოსწონს
|