x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ვერც ჯარს დავაფინანსებთ, ვერც პოლიციას...“ - რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
image

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ენერგეტიკის პრობლემებზე გამართულ შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის დაფინანსების თითქმის სრულად შეჩერების შესახებ განაცხადა.



„ვითარება ისეთია, რომ არის სერიოზული საფრთხე, რომ ჩვენი საჯარო სექტორის მოქალაქეები ხელფასს ვერ მიიღებენ. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ღია და პატიოსანი ჩვენს მოქალაქეებთან. ყველამ კარგად იცით, რომ პირველი გარკვეული სიგნალები გაჩნდა საჯარო სექტორის თანამშრომლებზე, სოციალური სფეროს, მასწავლებლებისა და ექიმებისთვის ხელფასების შეზღუდვის დაწესებით.


მაგრამ ნოემბრიდან, ცნობილი მოვლენების შემდეგ, რუსულმა მხარემ ფაქტობრივად შეაჩერა თანადაფინანსების გადახდა ყველა მიმართულებით. ვიმეორებ, ეს ასევე შეეხო თავდაცვის დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სხვა სამინისტროებსა და დეპარტამენტებს. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ფაქტობრივად, გარდა პენსიებისა, თანადაფინანსების ყველა სხვა საშუალება შეჩერებულია“, - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ.



შეგახსენებთ, რომ რუსეთმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას სექტემბერში დაფინანსება ნაწილობრივ შეწყდა. მოსკოვმა, კერძოდ, მოითხოვა „საინვესტიციო ხელშეკრულების“ გაფორმება, რომლის განხილვამ ნოემბერში საპროტესტო აქციები და აფხაზეთის ლიდერის, ასლან ბჟანიას გადადგომა გამოიწვია. მოგვიანებით, დოკუმენტი ე.წ.პარლამენტის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით უარყვეს.

„რუსეთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ჩვენთვის უკიდურესად რთულია სიტუაციის შენარჩუნება. ამიტომ, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ და გაიგონ, რომ ეს არის იძულებითი ღონისძიება“, - დასძინა ბადრა გუნბამ.

1
334
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
334
  
6 დეკემბერი, 19:01
ქართველები მაინც ვერ გაბედავენ აფხაზეთს ბუზი აუფრინონ (აბა ომი გინდათ?), ხოდა რად უნდათ ან ჯარი ან პოლიცია, დაზოგავენ ფულს
0 1 1