კინო "ისეთ რაღაცეებს ვისმენ, ვეღარ უძლებს ჩემი გონება და მენტალობა"-რუსკა მაყაშვილი 6 დეკემბერი, 13:00 ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია იმედი დატოვა, ამის შესახებ მან საკუთარ "ინსტაგრამის" სთორიში დაწერა, შემდეგ კი განმარტება გააკეთა: "რა თქმა უნდა, ყველა უკლებლივ ვგმობთ ძალადობას, ვგმობთ და ყველა იმ წამსვე ერთმანეთზე ვძალადობთ!! სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ხერხით, დაგდებულებს წიხლებს ვურტყამთ, ვცემთ ვძალადობთ ერთმანეთზე, მორალურად, მენტალურად, ვღალატობთ მეგობრებს, ვამუნათებთ, ვამცირებთ ერთმანეთს, რაც არ უნდა თქვა, რაც არ უნდა დაწერო, რა პოზიციაც არ უნდა გქონდეს ან არ გქონდეს, არა აქვს მნიშვნელობა!!! ისეთ დაუჯერებელ, ერთმანეთის საპირისპირო მესიჯებს ვიღებ, ისეთ რაღაცეებს ვისმენ, ვეღარ უძლებს ჩემი გონება და მენტალობა, სასინელება ხდება ჩემს თავს, p.s.აღარავის აღარ გიპასუხებთ, აზრი არა აქვს!!!-წერს რუსკა მაყაშვილი "ინსტაგრამზე" სთორიში. 410 2-ს მოსწონს
|