x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მღვდელი არალეგალური ბორდელით სარგებლობდა

imageშეერთებულ შტატებში პრესვიტერიანი მღვდელი არალეგალური ბორდელის მომსახურებით სარგებლობისთვის დააკავეს. ამის შესახებ Mirror US წერს.


პასტორი სტივენ რ. მელტონი აღმოჩნდა მასაჟის სალონის კლიენტი, სადაც მომუშავე ქალებს აიძულებდნენ სექს-მომსახურება გაეწიათ კლიენტებისთვის. პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ის ბორდელს სულ მცირე 68-ჯერ ესტუმრა.


გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დახურა ორი მასაჟის სალონი პენსილვანიაში, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიება . პოლიციამ მოახერხა ამ დაწესებულებებში მისული 19 მამაკაცის დაკავება, მაგრამ მელტონი მათ შორის არ იყო. ამ პიროვნებით სამართალდამცავები მაშინ დაინტერესდნენ, როცა გაირკვა, რომ მის მანქანაში სალონის ერთ-ერთი თანამშრომელი ნახეს.


დაკითხვის დროს მელტონმა აღიარა, რომ უხდიდა ქალს, სახელად ჩიჩის, სხვადასხვა სექსუალური მომსახურეობისათვის. მისი თქმით, ის არ გამორიცხავს, ​​რომ ის და სხვა ქალები, რომლებიც სალონში მუშაობდნენ, ადამიანებით მოვაჭრეების მსხვერპლნი იყვნენ. მელტონს ეჭვი ჰქონდა, რომ ისინი არა მხოლოდ მუშაობდნენ, არამედ ცხოვრობდნენ ამ დაწესებულებაში. ის ამტკიცებს, რომ მათ დახმარებას „ყვავილების, საკვებისა და ტანსაცმლის მიტანით“ ცდილობდა.



პასტორი გაათავისუფლეს სასამართლო პროცესამდე 10 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ. მის საქმეზე წინასწარი სხდომა 15 იანვარს არის ჩანიშნული.



0
293
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0