x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“ერთი “ქოცი” მაღალჩინოსანია… არ დავწერდი ახლა სადისტების მხარეს რომ არ იდგეს” - ვისზე საუბრობს მამუკა ღლონტი

image


"მაესტროს" დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი ერთ - ერთ მაღალჩინოსან "ქოცთან" დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს და წერს:


"ერთი “ქოცი” მაღალჩინოსანია. სანამ გაქოცდებოდა, მანამ ვიცნობდი. ერთხელ ფული მთხოვა – ჩემთვის არც ისე ცოტა. „ბავშვებს ვერ ვუშვებ სკოლაშიო. ერთ კვირაში ხელფასს ვიღებ და დაგიბრუნებო“.
ნუ, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დამიბრუნა.
გამოხდა ხანი, და დედაჩემი გახდა ავად. საავადმყოფოში მეწვინა, რაც მქონდა დანაზოგი, გამითავდა. ვისაც ვალი ჰქონდათ, მივწერე, რა დღეშიც ჩავვარდი – „დედა მიკვდება, ფული გამითავდა“ – და ვთხოვე: „ვალი იქნებ დამიბრუნოთ“. ყველამ სასწრაფოდ ჩამირიცხა.
ამან – „უი, რას ამბობო, ახლავეო! ჩემი იმედი გქონდესო, ეს რა მითხარიო!“ – და ტელეფონი გათიშა, და დაიკარგა. დედაჩემი რომ ვერ გადამერჩინა ქელეხშიც მოვიდოდა ალბათ და კაის გამოძღებოდა.

არ დავწერდი, (ღმერთა შეარგოს თუ შვილებს დაახარჯა რაშიც ეჭვი მეპარება) ახლა სადისტების მხარეს რომ არ იდგეს და სადისტობებს არ წერდეს. იმედი მაქვს, ამ პოსტს წაიკითხავს!"- ვკითხულობთ მამუკა ღლონტის პოსტში.

0
1450
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1450