პროზა ციტატები ჯორჯ ორუელის წიგნიდან „1984“, რომელიც გაიძულებთ ინანოთ, რომ უფრო ადრე არ წაიკითხეთ 6 დეკემბერი, 22:42 სწორედ ამ ადამიანმა, ინგლისელმა მწერალმა და პუბლიცისტმა, ჯორჯ ორუელმა შემოიტანა ტერმინი „ცივი ომი“ პოლიტიკურ ენაში. სწორედ მან დაწერა საკულტო ნაწარმოებები „1984“ და „ცხოველთა ფერმა“. ნებისმიერი ფორმის დიქტატურის მოწინააღმდეგემ იწინასწარმეტყველა მრავალი სიტუაცია და პრობლემა, რომელთაც ვაწყდებით თანამედროვე სამყაროში. 1. უმცირესობაში ყოფნა, თუნდაც ერთკაციან უმცირესობაში, გიჟად არ გაქცევთ. 2. საუკეთესო წიგნებია ისინი, რომლებიც ისეთ რამეს გეუბნებიან, რაც უკვე იცი. 3. არასოდეს, არანაირი მიზეზით არ ისურვებთ, რომ ტკივილი გაიზარდოს. ტკივილთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ რამეს ინატრებთ: რომ ის შეწყდეს. ქვეყნად არაფერია ფიზიკურ ტკივილზე უარესი. ტკივილის წინაშე არ არსებობს გმირი. 4. მასების შეხედულებებს სრულებით ინდიფერენტულად უყურებენ. მათ შეიძლება მიეცეთ ინტელექტუალური თავისუფლება, რადგან არავითარი ინტელექტი არ გააჩნიათ. 5. ჭკვიანია ის, ვინც წესებს არღვევს და მაინც ცოცხალი რჩება. 6. თუ მომავლის წარმოდგენა გსურთ, წარმოიდგინეთ ჩექმა, რომელიც ურტყამს ადამიანის სახეს. 7. მასები არასოდეს ჯანყდებიან თვითშეთანხმებით და არც უბრალოდ თავისი დაჩაგრულობის მიზეზით. მათ ხომ არასოდეს ჰქონიათ უფლება, ჰქონოდათ საზომები შესადარებლად, და ისიც კი არ იციან, რომ დაჩაგრულები არიან. 8. თავისუფლება ეს არის იმის თქმის უფლება, რომ ორჯერ ორი ოთხია. 9. ბეჭდვის გამოგონებამ უფრო ადვილი გახადა მანიპულირება საზოგადოებრივი აზრით, ფილმმა და რადიომ კი, ამ მხრივ, საქმე უფრო წინაც წასწია. ტელევიზიისა და ტექნიკის საერთო განვითარებასთან ერთად, როცა შესაძლებელი გახდა ინფორმაციის მიღება და გადაცემა ერთი და იმავე ინსტრუმენტის მეშვეობით, ბოლო მოეღო ადამიანის პირად ცხოვრებასაც. ასევე დაგაინტერესებთ: მასების მართვის 10 მეთოდი, რომლებსაც ხელისუფლება აქტიურად იყენებს ლიტერატურულმა ექსპერტებმა დაასახელეს 100 წიგნი, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს დიდებული ადამიანების ციტატები სიყვარულის შესახებ იცით, საიდან გაჩნდა რწმენა, რომ სტაფილო აუმჯობესებს მხედველობას და რა კავშირი აქვს ბრიტანელ მფრინავებთან? გეშინოდეთ სუსტების! ამისთვის სერიოზული მიზეზი არსებობს 327 შეფასება არ არის |