x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
"UFC"-ის ლეგენდამ ციხეში მოხვედრას თავი დააღწია, მაგრამ სოლიდური თანხის გადახდამ და ლანძღვის კორიანტელის მიღებამ მოუწია

image
კონორ მაკგრეგორი მსოფლიო მასშტაბის მებრძოლი რომაა ამას მტკიცება არ ჭირდება, მაგრამ ეს ცნობილებიც უშვებენ შეცდომას, რაც მათ ცხოვრებას და კარიერას უნგრევს. მაიკ ტაისონმა ქალის გაუპატიურების ბრალდებით ციხეში მოხვედრის შემდეგ დათმო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ქამარი პროფესიულ კრივში და ჯამში მდგომარეობიდან გამოსვლა ვერ შეძლო.
ახლა კონორია იგივე დღეში, იმ განსხვავებით, რომ მან თავი დააღწია ციხეში მოხვედრას 250 000 ევროს გადახდით დაზარალებულისათვის. საუბარია 2018 წელს მომხდარ ფაქტზე, როცა ირლანდიელმა დეკემბრის თვეში სასტუმროს სხვენში სასტუმროს თანამშომელი ქალი გააუპატიურა. ირლანდიელი კი ამბობდა, რომ ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით მოხდა, მაგრამ სასამართლომ ქალი დაზარალებულად სცნო, დაზარალებულმა კი ირლანდიელის ციხეში გაშვებას კომპენსაციის მიღება არჩია. დუბლინის მთავარმა სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და მაკგრეგორს მოუწია საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა კომპენსაციის სახით. მაკგრეგორისათვის ეს დიდი ვერაფერი ზარალია, მაგრამ მის იმიჯს უზარმაზარი ზიანი, მიადგა როგორც მებრძოლს.
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ერთერთ წონაში, ამერიკელმა დემეტრიუს ჯონსონმა საჯაროდ განაცხადა მედიაში ყოფნისას ირლანდიელის მისამართით: "სირცხვილი მას".
მიუხედავად იმისა, რომ ჰაბიბ ნურმაგომედოვს ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს ირლანდიელთან, მას სიტყვა არ დაუძრავს, სამაგიეროდ სასამართლო სხდომის ვიდეოჩანაწერი დადო მთლიანად.
ცნობილმა მებრძოლმა, დაუმარცხებელმა ისლამ მახაჩევმა კი რასაც ჰქვია "გადაუარა" ირლანდიელს, როცა დაწერა: "ამ ბინძური ნაბიჭვრის გამოვლენა მხოლოდ დროის ამბავი იყო. ალკოჰოლიკი, ნარკომანი და მოძალადე. კიდევ სხვა ფაქტებსაც გაიგებთ, დამიჯერეთ"!

UFC-ის ცნობილმა კომენტატორმა ამერიკელმა ჯო როგანმა კი ლანძღვის გარეშე "გაასწორა მიწასთან" ირლანდიელი, ისე ტექნიკურად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება მის მიმართ როცა თქვა: " კონორმა გაანადგურა საკუთარი დიდება და სახელი, როცა კოლოსალური ფულის მიღების სანაცვლოდ მიიღო ბრძოლა ფლოიდ მეივეზერისგან. მიიღო ფულის გორა, მაგრამ ამან გაანადგურა ის, როგორც მებრძოლი. მან დატოვა პრაქტიკულად ოქტაგონი, გაინადგურა წარმატებული კარიერა და ჩრდილი მიაყენა მებრძოლის სახელს, რომელიც იმ დროისათვის "დიდების დარბაზის" კანდიდატი იყო პრაქტიკულად. მასზე იმოქმედა ფულმა, მან ვარჯიშს და ბრძოლას არჩია ღამის კლუბები, ალკოჰოლური სასმელები, ნარკოტიკები. ეს უბრალოდ დაბლა დაშვებაა.
არა და იყო დრო, როცა ის ოქტაგონზე ადიოდა, როგორც მებრძოლი-მკვლელი".

თავის მხრივ მაკგრეგორმა ოჯახს და მეუღლეს ბოდიში მოუხადა თავისი საქციელის გამო და იმედი გამოთქვა, რომ მის შეცდომას მას აპატიებენ, თან დაამატა, რომ მას ძალა არ უხმარია ქალის მიმართ, ვის გამოც გაემიჯნა მას UFC-ის მოქმედი თუ ყოფილი მებრძოლები.
UFC-ის ხელმძღვანელს დანა უაითს კი საკუთარი აზრი არც კი დაუფიქსირებია. მისთვის ირლანდიელი ჯერ კიდევ სოლიდური შემოსავლების წყაროა და შესაბამისად საკუთარ მებრძოლზე კრიტიკის შემცველი არც განცხადება გაუკეთებია და არც პოსტი დაუდია.

მაკგრეგორი თავისი დიდების ზენიტში ყოფნისას
image
ეს კი ალკოჰოლზე დამოკიდებული მაკგრეგორი, რომელიც ამ სურათში სუტენიორს უფრო ჰგავს, ვიდრე ერთ დროს დიდების პიკზე მყოფ მებრძოლს.

image

0
219
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
219