x
მეტი
  • 12.12.2024
  • სტატია:138740
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512450
წიწაკა ჰაბანერო - რა სარგებელი აქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რას კურნავს
ჰაბანერო არ არის მხოლოდ წიწაკა, არამედ გემოების აფეთქება და ზღვა სარგებელი. მისი ცეცხლოვანი სიცხარე, რომელსაც კაპსაიცინი ანიჭებს, დიდი ხანია იპყრობს გურმანების და მკვლევრების ყურადღებას. ამ მწველ წიწაკაში იმალება სასარგებლო თვისებების მთელი არსენალი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თქვენი ჯანმრთელობა და გააუმჯობესოს განწყობა.



ჰაბანერო ამცირებს ონკოლოგიის რისკს

image



დამტკიცებულია, რომ ჰაბანეროში შემავალი კაპსაიცინი ეფექტურად ებრძვის გარკვეული სახის სიმსივნეს, განსაკუთრებით პროსტატის კიბოს. კვლევებმა დაადასტურა, რომ კაპსაიცინის რეგულარული მიღება ამცირებს სიმსივნური უჯრედების ზრდას და აფერხებს მათ გამრავლებას.



გარდა ამისა, წიწაკაში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებებისგან. ყველაზე ხშირად ეს არის ამ მზაკვრული დაავადების განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი.



წონის კლებას ხელს უწყობს


image



სიმსუქნე გლობალური პრობლემაა, რომელიც 600 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს. კაპსაიცინი ჭარბ წონასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. კვლევამ აჩვენა, რომ ეს ნივთიერება აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ცხიმის წვას.



კაპსაიცინი დიდი ხნით ტოვებს დანაყრების შეგრძნებას, რაც გვეხმარება მადის გაკონტროლებაში და კალორიების შემცირებაში. თუმცა ამ მონაცემების დადასტურებას დამატებითი კლინიკური კვლევები სჭირდება.



არეგულირებს ქოლესტერინის დონეს

image



ცხოველებზე კვლევამ აჩვენა, რომ კაპსაიცინი, რომელსაც ჰაბანერო შეიცავს, ეფექტურად ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ნივთიერება ხელს უშლის ცხიმის შეწოვას ნაწლავებში და ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების დონის შემცირებას.



კვლევების თანახმად, კაპსაიცინის რეგულარულმა მიღებამ დღეში 8 მგ დოზით აჩვენა ქოლესტერინის დონის მნიშვნელოვანი შემცირება. გარდა ამისა, წიწაკის ბიოაქტიურ ნივთიერებებს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ამცირებს ჟანგვით სტრესს.



აფერხებს გულის და სისხლძარღვების დაავადებებს

image



კაპსაიცინით მდიდარი საკვების რეგულარულმა მიღებამ, როგორიცაა წიწაკა ჰაბანერო, შეიძლება შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. კაპსაიცინის გარდა, წიწაკაში შემავალ კაროტინოიდებს აქვთ სასარგებლო გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რაც ხელს უწყობს ათეროსკლეროზის თავიდან აცილებას.



ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ წითელი წიწაკის ექსტრაქტებს შეუძლიათ ათეროსკლეროზის განვითარების შენელება. თუმცა ამ შედეგების დასადასტურებლად ადამიანებზე მეტი კვლევებია საჭირო.



დიაბეტთან ბრძოლაში გვეხმარება

image



კაპსაიცინი შეიძლება იყოს ეფექტური საშუალება დიაბეტთან ბრძოლაში. კვლევამ აჩვენა, რომ ის არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და ამცირებს ინსულინრეზისტენტობას. გარდა ამისა, ჰაბანეროს მდიდარი შემადგენლობა, მათ შორის პოლიფენოლები, ფლავონოიდები და ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს მე-2 ტიპის დიაბეტის თავიდან აცილებას.



წნევას ამცირებს

წითელი წიწაკის ბიოაქტიურ ნივთიერებებს ჰიპოტენზიური ეფექტი აქვს. სისხლძარღვების მოდუნებას ხელს უწყობს და ზოგად პერიფერიულ წინააღმდეგობას ამცირებს, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას. თუმცა ამ პროცესის ზუსტი მექანიზმები ადამიანებში ჯერ კიდევ შესწავლილი არ არის.



ტკივილს ეფექტურად აქრობს

image



კაპსაიცინის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ეფუძნება მის უნარს დათრგუნოს ტკივილის იმპულსების გადაცემა. კრემის სახით გამოყენებისას კაპსაიცინი ნერვულ დაბოლოებებთან ურთიერთქმედებს და დესენსიბილიზაციას იწვევს. ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამცირებს შეშუპებას და სიწითლეს გამოყენების ადგილზე.



რას დავუმატოთ ჰაბანერო საკვების მომზადებისას?

image



ცოტა დაქუცმაცებული წიწაკა თქვენს საყვარელ რეცეპტებს დაუმატეთ და ახალი გემოთი დატკბით. უფრო თამამი გურმანებისთვის წიწაკის შიგთავსი ნამდვილი გამოცდა გახდება.



დამატებითი იდეები ამ წიწაკის გამოსაყენებლად:



1. ჰაბანერო ცხარე სოუსის და პასტის კარგი ბაზაა.

2. მარინადი ზღვის პროდუქტებისთვის. კრევეტებს, თევზს და კალმარს პიკანტურ გემოს ანიჭებს.

3. ცხარე ჯემი და მურაბა. ტკბილეულის და ჰაბანეროს სიცხარის კომბინაცია უჩვეულო გემოს ქმნის.

4. კოქტეილები. წვეთი წიწაკის წვენი კოქტეილში ექსტრიმის ნამდვილი მოყვარულებისთვის.



image



გახსოვდეთ, რომ ჰაბანერო ძალიან ცხარე წიწაკაა. მცირე რაოდენობით დაიწყეთ და თანდათან დოზა გაზარდეთ, რომ გაიგოთ, რამდენია სიცხარის ოპტიმალური დონე თქვენთვის.



ვისთვის არ არის აკრძალული ჰაბანეროს მირთმევა?

image



კაპსაიცინის მაღალი შემცველობის გამო მისი მიღება ზოგისთვის უკუჩვენებულია.



1. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები. გასტრიტი, წყლული, კოლიტი, პანკრეატიტი - ამ დაავადებების დროს ცხარე საკვები მდგომარეობას ართულებს.

2. ღვიძლის და თირკმლების პრობლემები. ჰაბანერო ამ ორგანოების ლორწოვან გარსს აღიზიანებს.

3. შარდის ბუშტის დაავადებები. ცხარე საკვები შარდსასქესო სისტემის ზოგიერთი დაავადების სიმპტომებს აძლიერებს.

4. ორსული და მეძუძური ქალები. ცხარე საკვები ნეგატიურად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და დედასა და ბავშვს დისკომფორტს უქმნის.

5. გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. ზოგიერთ შემთხვევაში, წნევის მატებას იწვევს.



image



ჰანაბეროს მომზადებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და ხელები დაიცავით. კაპსაიცინის მიმართ ალერგიულმა ადამიანებმა შეიძლება განიცადოს სხვადასხვა ალერგიული რეაქცია, დაწყებული კანის გამონაყარიდან კვინკეს შეშუპებამდე.



ასევე დაგაინტერესებთ:

ეს 3 პროდუქტი მეხსიერებას ანადგურებს: დაიმახსოვრეთ და არ ჭამოთ

მეცნიერებმა დაასახელეს 11 ყველაზე მკვებავი პროდუქტი, რომლებიც არსებითად სუფთა ენერგიაა

რატომ ღირს ანწლის მიღება პანდემიის დროს

მჟავე კომბოსტო – რა სარგებელი აქვს და რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ

რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მზესუმზირას ხშირად მიირთმევთ


0
117
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
117