საქართველო თბილისში დემონსტრანტებს შორის დგანან ექსტრემისტები, რომლებიც ყველაფრისთვის არიან მზად, მათ შორის სისხლისღვრისათვის 3 დეკემბერი, 13:21 გამნაღმველის უმაღლეს სამხედრო განათლებასთან ერთად, სამთავრობო დაცვისა და ესკორტირების სრული კურსი მაქვს გავლილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვირჯინიის სპეციალური ძალების მომზადების ცენტრში სნაიპერის კვალიფიკაციით. აქედან გამომდინარე, ვაკვირდები რა თბილისის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებს, სრული პსუხისმგებლობით ვამბობ: მშვიდობიანი დმონსტრანტების პარალელურად დემონსტრაციაზე მრავლად არიან ექსტრემისტები, ვისთვისაც "ყველაფერი მოსულა" იმისათვის, რომ კონსტიტუციური გზით მოსული ხელისუფლება დაამხონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ. მოვიდნენ თუნდაც სისხლის ფასად და ამის დამამტკიცებელ ფოტო და ვიდეო მასალასაც შევთავაზებ მკითხველს. ზედა სურათზე ხედავთ დემონსტრანტ-ექსტრემისტს, რომელიც მსხვილკალიბრიანი ფოიერვერკიდან ესვრის პოლიციის სპეცრაზმელებს. მინდა იცოდეთ, რომ აღნიშნული ფოიერვერკის ფეთქებად ბურთულას შეუძლია ძლიერი დამწვრობა გამოიწვიოს, ასევე შეუძლია დაამტვრიოს სპეცრაზმელის ჩაფხუტის სახის დამცველი გამჭვირვალე "ვიზორების" დამტვრევა, რაც აუცილებლად გამოიწვევს სამართალდამცველის სახის მძიმე დაზიანებას. ესენი კი "ლელოს" წარმომადგენლები არიან და "ბჭობენ" დივერსიის მოწყობაზე. მკითხველმა, რომ არ იფიქროს, რომ ეს სურათი უბრალოდ ფოტომონტაჟია, გთავაზობთ ვიდეო მტკიცებულებასაც. ექსტრემისტები მედიიდანაც მოუწოდებენ საზოგადოებას აჯანყებისკენ, ჟურნალისტის პროტესტზე კი ასეთი აგრესიული რეაქცია აქვთ. ესენი კი უკრაინაში მებრძოლი ყოფილი პრეზიდენტის ზონდერი სამხედროები არიან. მარცხნიდან პირველი სადისტობისთვის ჯარიდან გაშვებული ავთო ქაჯაიაა, რომელიც ვაზიანის ბაზაზე ჯარისკაცებს წყლიან კასრში აყოფინებდა თავს თუ ის "მიშა მაგარიას" არ იყვირებდა ბოლო ხმაზე. პროფესიონალი სნაიპერი, რომელიც ჯგუფ "შერეკილების" მეთაურია. აქ ნახსენები ბატურინი, მიშას პირადი მცველი გახლდათ. გოჩა ხორავა, ბატალიონად წოდებული ჯგუფ "თბილისის" მეთაურია, რომელიც უკრაინაში ადამიანის გატაცებისათვის იყო დაკავებული და საკმაო ხანი "ხეხავდა ციხის ნარებს". ამ "მეთაურად" წოდებულ უვიცს "მებრძოლების მესაფლავეს" ეძახიან უკრაინაში, რადგან სამხედრო სტრატეგიაში იმდენად ჩაუხედავი და უვიცია, ქართული დანაყოფებიდან ყველაზე მეტი მსხვერპლი მას ჰქონდა. "ნაიომნიკი" რომელმაც ნარკოტიკების და იარაღის გაყიდვით საკმაო ფული იშოვა და ქალაქ ბუჩაში, საკმაოდ კოხტა სახლიც შეიძინა. სპეცრაზმელების და დემონსტრანტების საუბარი, სადაც სპეცრაზმელები ეუბნებიან მომიტინგებს: როცა მშვიდად გამოხატავთ პროტესტს ხომ არ გეხებით? ჩვენ ვიცავთ კონსიტუციას. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს განსხვავებული ორიენტაციის წარმომადგენლებმა დრო იხელთეს და აი რა "სანახაობა" დადგეს რუსთაველზე. ყველას აქვს უფლება იცხოვროს თავისი შეხედულებისამებრ, იყოს განსხვავებული ორიენტაციის, მაგრამ არავის აქვს უფლება ეს ყველაფერი ქუჩაში გამოიტანოს. მე, როგორც ერთ რიგით ქართველს, რომელსაც ცოტა რამ მაინც გაუკეთებია საქართველოსთვის, ვერ შევეგუები და ვერ მივიღებ საზოგადოების "ფეხებზე დაკიდებას", თორემ საკუთარ სახლში რას იზამენ სულაც არ მაინტერესებს, ეს მათი ცხოვრებაა და სხვის პირადში არასდროს ვერევი. ექსტრემისტები ყველაფერზე არიან წამსვლელი მეთქი! ახლა დავდებ სურათს, სადაც აშკარად იკითხება რაზე არიან წამსვლელები. არც "დაბოლილი" პროვოკატორები აკლია დემონსტრანტებს. ესეც ვიდეო მტკიცებულება. მშვიდობიანი დემონსტრანტი და სპეცრაზმელი ერთად მღერიან. ხალხს იჭერენო გაიძახიან, იჭერენ ექსტრემისტებს, როგორც ხედავთ ეს ქართველი ბიჭი განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო არავის დაუკავებია. ამერიკელი ანალიტიკოსი მეორე ფრონტის გახსნაზე, რის შესახებაც მუდმივად გვიჩიჩინებენ მუქარაშერეული ტონით. "მე აქციაზე აღარ მოვალ. მშვიდობიანი აქცია მინდა და მანდ მშვიდობა ვერ დავინახე"-აცხადებს აქციის მონაწილე გოგონა. ამერიკელი დიპლომატის პასუხი კითხავაზე: "ქართული ოცნება" არია თუ არა რუსეთის მოკავშირე. პასუხი-არა! დააკვირდით ჟურნალისტის და მისი მეუღლის განრისხებულ სახეებს. ვანდალების ნამოქმედარი თბილისში. ოპოზიციური არხის ჟურნალისტი გახარებული მივარდა სასწრაფო დახმარების მანქანას, დაზიანებულები არიანო. ექიმის პასუხმა კი ეგრევე ცივი წყალი გადაასხა. სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფებოდა პირი, რომელიც მიტინგზე კი არ დაზარალებულა, არამედ იყო ალკოჰოლური ინტოქსიკაციით მანქანაში. როგორც ქართველს, როგორც ამ ქვეყნისათვის მრავალგზის ნაბრძოლ თადარიგის ოფიცერს არ მსიამოვნებს აქ ატვირთული ფოტო და ვიდეო მასალის გამოქვეყნება, მაგრამ თითოეული საქართველოს მოქალაქის ვალია, ამხილოს თითოეული არაადამიანი, ვინც ქვეყნის კონსტიტუციური წყობის აყირავებას ცდილობს. მკითხველს კი რიგი, ფოტო და ვიდეო მასალისთვის ბოდიშს ვუხდი. +16 160 5-ს მოსწონს |