სიახლეები შხაპის ქვეშ სახე აღარ დაიბანოთ! გუშინ, 11:20 მეცნიერები ათწლეულების მანძილზე ამტკიცებდნენ ყოველდღიური შხაპის სარგებლიანობასა და მავნებლობას. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ ყოველდღიურად ტანზე უამრავი ბაქტერია გროვდება და მოცილება აუცილებელია შხაპით; ნაწილის თქმით კი სულაც არ ასოცირდება ხშირი დაბანა უძლურებასა და დაავედებებთან და აქვე ამატებენ, რომ ჩვენი წინაპრები ხშირად და კომფორტულად ვერ იბანდნენ, თუმცა ჯანმრთელები იყვნენ.
ბევრი თქვენგანი არასდროს დაფიქრებულა იმაზე, რომ ჯანმრთელობა და გონივრული უნარები მჭიდროდაა დაკავშირებული პირად ჰიგიენასთან. ალბათ ისიც ძნელი წარმოსადგენია, რომ რაც არ უნდა მოვუაროთ თავს, თუნდაც ორჯერ მივიღოთ დღეში შხაპი, გვრჩება სხეულის ერთი ნაწილი მოსავლელი, სადაც 67-ზე მეტი სახეობის ბაქტერიაა და ჰიგიენურად სუფთად აღარ ვითვლებით და აგრეთვე თუ კარგად ვიბანთ შხაპის დროს სახეს, ამით ვვნებთ ჯანმრთელობას. გვირჩევენ, რომ შხაპის მიღების დროს სახე არ დავიბანოთ. რატომ? სწორედ დღევანდელ სტატიაში გავცემთ ამ კითხვას პასუხს. შხაპის ქვეშ სახე აღარ დაიბანოთ!ცნობილი დერმატოლოგები ჰედლი კინგი და რეიჩელ ნაზარიანი Schweiger Dermatology Group-იდან ამბობენ, რომ შხაპის ქვეშ სახე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიბანოთ, რადგან ცხელი წყალი და ზოგადად მაღალი ტემპერატურა აფართოვებს სისხლძარღვებს და კაპილარებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის სიწითლე და გააუარესოს ისეთი პროცესები, როგორიცაა როზაცეა, რაც საბოლოოდ იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას და მათ გაფართოებას ქრონიკულად. გარდა ამისა, კანი შეიძლება ძალიან გამოშრეს წყალთან ხანგრძლივი კონტაქტის გამო. ამიტომ, ღირს, რომ დაიბანოთ პირსაბანში მას შემდეგ, რაც დაასრულებთ აბაზანის მიღებას. სინამდვილეში, დატენიანება და სითბო ხდის კანს განსაკუთრებით მიდრეკილს აქერცვლისა და საფუძვლიანი წმენდისკენ. 37 3-ს მოსწონს
|