მოვლენები ქუჩის მოდა, რომელიც თვალებს დაგიზიანებთ 5 დეკემბერი, 13:40 ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს სეზონის მიხედვით უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".
მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს, თუმცა არსებობს უნივერსალური სამოსები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან. ზოგიერთი ფერი არა მარტო სხეულის ფორმების შენიღბვას ემსახურება, არამედ გვმატებს თავდაჯერებულობას და ნებისმიერი ასაკის ქალბატონს სტილის მიხედვით შეუძლია ყველაზე ელეგანტური და მაცდური ფერის კაბა ნებისმიერ სიტუაციაში -კინოთეატრი, წვეულება, რესტორანი და ა.შ, მოირგოს. ასევე აქტუალურია მუდამ ჯინსის შარვლები და ქურთუკები, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან, თუმცა მისი ტენდენცია წლების მანძილზე იცვლება. ტენდენციის ცვლა, ფრაზა "ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია"-სთან ერთად მოძველდა. ამიტომ, დიზაინერებს მოუნდათ შეექმნათ ისეთი ტენდენციები, როგორებიც მოდის ისტორიას არ ახსოვს. ამიტომ, გაბედეს და შემოგვთავაზეს ულტრამოდური, თანამედროვე და თამამი სიახლეები. დიახ, მოდასაც შეუძლია ისე ღრმად შეტოპვა, რომ ვერ გამოერკვე, უნდა იცინო თუ იტირო. თუმცა, რასაც დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ, მოდის პარამეტრებში საერთოდ არ ჯდება და ფოტოებზე წარმოდგენილი "ქუჩის მოდა", დიდიხანია გასცდა მოდის ჩარჩოებს. სახლიდან გამოსვლამდე მათ ან სარკეში ჩახედვა დაავიწყდათ, ან... მოკლედ, გთავაზობთ ქუჩის მოდას, რომელიც დაგიზიანებთ თვალებს 230 3-ს მოსწონს
|