x
მეტი
  • 30.11.2024
  • სტატია:138576
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512217
გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კახა ლო­მა­ია გურამ კაშიას, თორნიკე შენგელიას დავასილ ლობჟანიძეს მიმართავს

imageგა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კახა ლო­მა­ია სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის, კა­ლათ­ბურ­თი­სა და რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის კა­პიტ­ნებს სოციალური ქსელით მი­მარ­თავს და რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს:


"გურამ კაშიას, თორნიკე შენგელიას, ვასილ ლობჟანიძეს.
თქვენ, როგორც ეროვნული ნაკრებების კაპიტნებს, არაერთხელ გითხოვიათ გულშემატკივრებისთვის, სტადიონზე მოდით და მხარი დაგვიჭირეთო.
ახლა ამ ხალხს, ვინც თქვენ თხოვნას არაერთხელ გამოხმაურებია და სტადიონები გადაუვსია, სცემენ, თავებს ხელკეტებით უხეთქავენ, წიწაკის სპრეებით წამლავენ იმისთვის, რომ მათ თავიანთი - და თქვენი - სამშობლო რუსეთისთვის არ ემეტებათ.
მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მკაფიო პოზიცია (და არა ინსტაგრამ სთორებით კეკლუცობა) თქვენ უფრო გჭირდებათ. იმისათვის, რომ ხვალ გქონდეთ იმის უფლება, რომ ხალხს ისევ სთხოვოთ სტადიონზე მოსვლა.
არჩევანი თქვენზეა."-წერს კახა ლომაია.


0
36
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0