x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კანადელი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ სტალინი 1959 წ. გარდაიცვალა

სტალინის პიროვნებას არაერთი ლეგენდა უკავშირდება. მათ შორის, ისტორიკოსების მიერ გავრცელებული. ერთ–ერთი ლეგენდა, ბელადის ორეულებს ეხება. იმ დროს, ტელევიზორი ყველას არ ჰქონდა, ინტერნეტი კი, საერთოდაც არ არსებობდა. შესაბამისად, ტელეხიდის ჩატარება და ონლაინ ჩართვები, შეუძლებელი იყო. საზეიმო და მნიშვნელოვან ღონისძიებებს კი, სახელმწიფოს მეთაური თავად უნდა დასწრებოდა... ხოლო, სსრ კავშირი – დიდი ქვეყანა იყო და ყველგან მოსწრება, უბრალოდ შეუძლებელი იყო. ბუნებრივია, რომ მას, ხანდახან ჩანაცვლება ხდებოდა.


image


კანადელმა ისტორიკოსმა გრეგ სინკომ, რომელიც სტალინის ბიოგრაფიას და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს სწავლობდა, ჰიპოთეზა წამოაყენა, რომ გამარჯვების აღლუმებზეც კი, ზოგჯერ, ბელადის ორეული იყო და არა თავად სტალინი. გარდა ამისა, მისი თქმით, საბჭოთა ლიდერი, თითქოს, 1953 წ. არ გარდაცვლილა და მან 1959 წლამდე იცოცხლა.

1952 წლის შემოდგომაზე, მისი ბოლო გამოსვლის შემდეგ, ქვეყნის ლიდერი მიხვდა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ძალაუფლების შენარჩუნება აღარ შეძლო... და ეს შეიძლება, ცუდად დასრულებულიყო, არა მისთვის, არამედ, ქვეყნისთვის. ამიტომ, მთავრობის წევრებს, მისი ჩანაცვლება დაევალათ. მაგრამ, სტალინის თანხმობის გარეშე, რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ. კომუნიკაცია სანდო პირების მეშვეობით იყო შენარჩუნებული. ხოლო, თავად სტალინი, სამკურნალოდ წავიდა. ტრადიციული მეთოდით მკურნალობას შედეგი არ ჰქონია და ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაუმძიმდა. შემდეგ მას, დროებით ტიბეტში გამგზავრება შესთავაზეს, სადაც ადგილობრივი ბერები, მსგავს დაავადებებს მკურნალობდნენ.

გარკვეული პერიოდის მანძილზე, ქვეყანას სტალინის ერთ-ერთი ორეული მართავდა. ხოლო, როდესაც გაირკვა, რომ ბელადი ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებოდა, ის გარდაცვლილად გამოაცხადეს...


image


უცნაური «დამთხვევების» წყალობით, სტალინის გვამის გაკვეთა საიდუმლოდ ჩატარდა. ხოლო, ანგარიშს, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, გრიფით «საიდუმლო» ედო. საბჭოთა ისტორიკოსის გრიგორი ლიტვინოვის აზრით, საქმე იმაში იყო, რომ 1953 წ. 5 მარტს, სსრ კავშირის ლიდერი კი არა, მისი ორეული გარდაიცვალა. ამიტომ, პათოლოგიურ ანგარიშებში, არაფერია ნათქვამი მარცხენა ფეხის შეზრდილ თითებზე და დაზიანებული იდაყვის შესახებ.

ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ისტორიკოსები, კერძოდ, გრეგ სინკო და ენდი რობერტსონი ამტკიცებს, რომ სსრ კავშირის ლიდერი, «ოფიციალური» გარდაცვალების შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ტიბეტში ცხოვრობდა... და ამ ფაქტის თვითმხილველიც გამოჩნდა:

1981 წ. ერთ–ერთმა ბერმა, რომელიც იმ დროისთვის, ღრმად მოხუცებული იყო, მოყვა, რომ ის და კიდევ 3 ბერი, სტალინის განკურნებას ყველანაირად ცდილობდნენ. სენთან ბრძოლა 6, 5 წელი გაგრძელდა და საბჭოთა ბელადი, თითქოს, 1959 წლის ზაფხულში გარდაიცვალა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* პენტაგონში არ უარყოფენ, ოკეანის ფსკერზე, უცხოპლანეტელების ბაზის არსებობის შესაძლებლობას

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 6 (15 ფოტო)

* "სარეცხი მანქანები" ადამიანებისთვის

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
2021
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2021
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0