საოცარი კადრი, არგენტინისკლინიკაში მორიგე პოლიციელი ქალი უცხო ბავშვს, ძუძუთი კვებავს
ამ სურათზე არგენტინის დედაქალაქის ბიენოს-აირესის ცენტრალური ბავშვთა კლინიკაა, სადაც მიიყვანეს მრავალშვილიანი, უღარიბესი ოჯახიდან პატარა ბიჭუნა, რომელიც უჭმელობისგან იყო გამოფიტული. კლინიკაში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა პოლიციის თანამშრომელი ქალი სელესტა აიალა, რომელიც იმ საღამოს მორიგე პოლიციელი იყო კლინიკაში. ბავშვის ოჯახი მრავალსულიანი იყო, სადაც სიღარიბის გამო საკვების მუდმივი დეფიციტი იყო, რის გამოც მრავალშვილიანი დედა პატარა ბიჭს ვერ კვებავდა საჭირო რაოდენობის საკვებით, რის გამოც პატარა ბიჭის ორგანიზმი გამოფიტვამდე მივიდა, რის გამოც ის მიიყვანეს ბავშვთა კლინიკაში. 5 შვილის დედამ ექიმებს განუცხადა, რომ საკვების მუდმივი უქონლობის გამო ბავშვი მუდამ მშიერი რჩებოდა, რამაც მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანა გამოიწვია.
სანამ პატარა ბიჭუნასთვის გადასხმებისათვის საჭირო პრეპრატებს და საშუალებებს მოიტანდნენ, პოლიციელმა ქალმა დაუფიქრებლად გამოართვა დედას ბავშვი, გაიხსნა პოლიციის ფორმა, გაინთავისუფლა ბიუსტი და კალთაში ჩასმულ უცნობ პატარას საკვები აჭამა.
მართალია მედდამ უთხრა მას, რომ მისთვის საშიში იყო გამოუკვლეველი ბავშვის ძუძუთი კვება, მაგრამ სელესტას წამითაც კი არ უფიქრია ამაზე.
თავადაც 1 წლის ბავშვის დედამ დედობრივი ინსტიქტიდან გამომდინარე იმოქმედა, და დაუბანელი, სრულიად უცხო ბავშვი კარგად გამოკვება.
"როცა დავინახე, თუ როგორი სუსტი და უღონო იყო პატარა ბიჭუნა, გული ტკივილისგან შემეკუმშა და ბავშვის დედას დაუფიქრებლად ვთხოვე ბავშვი ჩემან მოეყვანა, მიუხედავად მედდის რჩევისა-ბავშვის გამოკვლევამდე მისი ძუძუთი კვება საშიში შეიძლებოდა ყოფილიყო, წამითაც არ მიფიქრია შედეგზე, ჩემთვის მთავარი იყო ღონემიხდილი პატარას გამოკვება, რაც გავაკეთე"-განუცხადა ადგილობრივ პრესას სელესტამ. აღნიშნულმა ინფორმაციამ არგენტინის შინაგან საქმეთა მინისტრამდე მიაღწია, მინისტრმა პირადად მიიღო სელესტა, მადლობის სიგელთან ერთად ფულადი პრემიაც გადასცა და სერჟანტის წოდებაც მიანიჭა.
P.S
შეგნებულად არ დავფარე პოლიციელი ქალის მკერდი, რადგან ეს სტატიის მთელ შინაარს გააუფერულებდა.
თუ ფიქრობთ, რომ ეს ჩემი შეცდომაა, მკითხველს ბოდიშს ვუხდი.
+14