ავსტრალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 16 წელს მიუღწეველ პირს სოციალური ქსელის გამოყენებას უკრძა
ავსტრალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 16 წელს მიუღწეველ პირებს უკრძალავს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებას.
ავსტრალია ამ ეტაპზე ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ასეთი კანონი მიიღო.
ავსტრალიელი ფსიქოლოგების კვლევების შემდეგ მკვლევართა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ სოციალური ქსელების მოხმარება იმდენად ინტენსიური ხდება მოზარდებში ნარკოდამოკიდებულებას აჭარბებს მოხმარების დონით.
ავსტრალიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ შეზღუდავს მოზარდებს, რომლებიც უკვე რეგისტრირებული არიან სოციალურ ქსელებში. კანონში საუბარია ახალი წევრების რეგისტრაციაზე. კანონის მოქმედება არ ვრცელდება შეტყობინებებზე, ღია რეჟიმში საბავშვო თამაშების თამაშზე, საგანმანათლებლო პლათფორმებზე.
ახალი კანონის აღსრულებაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას დააკისრებს სოციალური ქსელების ოპერატორებს. 16 წლამდე მოზარდის რეგისტრირებისათვის ოპერატორი დაჯარიმდება 50 მილიონი ავსტრალიური დოლარით, რაც 32 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტია.
მიღებული კანონი დახვეწის პროცესშია და ის სრულფასოვნად ამუშავდება მომავალი წლის შუა პერიოდისათვის. კანონი სრულად შევა ძალაში 2025 წლის ბოლოსათვის.
ქვეყნის კავშირგაბმულობის მინისტრმა მიშელ როულენდმა განაცხადა, რომ
Министр связи Мишель Роуленд заявила, "Snapchat", "TikTok", "X", "Reddit", "Instagram" და "Facebook" (რომლებიც ეკუთვნის "Meta"-ს და რომლებიც რუსეთში გამოცხადებულია ექსტრემისტულ ორგანიზაციებად), მოხვდებიან კანინის მოქმედების არეალში. "YouTube"-ზე არ იმოქმედებს აღნიშნული კანონი, როგორც გამონაკლისი, რადგან ის მიიჩნიეს, როგორც შემეცნებით პლატფორმად.