x
მეტი
  • 01.12.2024
  • სტატია:138592
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512246
რაზეც ისტორია დუმს: შოკისმომგვრელი სიმართლე გულაგის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

image


საბჭოთა პერიოდს მარტივს ვერ ვუწოდებთ: ისტორიაში არაერთი შავი ფურცელი არსებობს, რომლის შესახებაც არაერთი წიგნი დაწერილა, სადაც ნაწილი ფიქციაა, ნაწილი კი - სრული სიმართლე. საკონცენტრაციო ბანაკებში არა მარტო ხალხის მტრებად მიჩნეული - კაცები ხვდებოდნენ, არამედ ქალებიც, რომლებიც ამ "მტრების" ცოლები, დედები და შვილები იყვნენ. სინამდვილეში, მათი ბრალი მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი არასანდო "ელემენტების" ახლო ნათესავები იყვნენ, რაც იმას ნიშნავდა რომ მათ შრომითი "გადამზადება" ელოდათ, თუმცა ამასთან, მათ გაუსაძლისი ტკივილისა და დამცირების ატანაც უწევდათ.


image


სისტემა საკუთარ მოქალაქეებს როგორც შეეძლო ისე "ტეხავდა" - ისინი უნდა ყოფილიყვნენ მორჩილნი და მდუმარენი, ამიტომ სირთულეები შრომით-გამოსასწორებელ ბანაკში მოხვედრისთანავე იწყებოდა. ქალებს აშიშვლებდნენ და აბანოში გზავნიდნენ, სადაც პატიმრების საფუძვლიანი შემოწმება და დათვალიერება ხდებოდა: მათ აფასებდნენ, როგორც - საქონელს თანაცხოვრებისთვის.


image


პატიმარი ქალების ბადრაგთან იძულებითი თანაცხოვრება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. კერძოდ, სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში პატიმარი ქალები ზედამხედველებისთვის არამარტო საკვებს ამზადებდნენ და მათ ჩექმებს უწმენდნენ, არამედ სხვა სურვილებსაც პირველი მოთხოვნისთანავე აკმაყოფილებდნენ. ქალებს სამ კატეგორიად ყოფოდნენ: "რუბლიანებად", "ნახევარ რუბლიანებად" და "კაპიკიანებად". გასაგებია, რომ ჯანსაღი და ლამაზი ქალები პირველ კატეგორიაში ხვდებოდნენ და მათზე განსაკუთრებული მოთხოვნაც იყო.


image


ჭორების თანახმად, სოლოვეცკიზე თითოეულ ჩეკისტს ხუთამდე ხარჭა ჰყავდა, ხოლო ზოგს კი საერთოდ საკუთარი ჰარამხანაც კი ჰქონდა. ცნობილია, რომ პატიმრებიდან მუდმივად ირჩევდნენ რამდენიმე ათეულ ქალს, რომლებიც ბანაკების მცველ ჯარისკაცებს "ემსახურებოდნენ", რომლებიც იმდენად იყვნენ გათავხედებულნი რომ ყოველ ჯერზე სულ ახალ - ახალ ხარჭებს ითხოვდნენ, თუმცა ყველა ქალი მორჩილი არ იყო, ზოგი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რაზეც ბანაკის მცველები თვალს არ ხუჭავდნენ, მათ სხვადასხვა საბაბით სადამსჯელო საკანში აგზავნიდნენ, სადაც დღიური რაციონისა და თბილი ტანსაცმლის გარეშე ტოვებდნენ, თუ ეს მარტივი მეთოდები სასურველ შედეგს არ იძლეოდა, პატიმრები შეიძლება უბრალოდ შიმშილით მოეკლათ ან გაეუპატიურებინათ, რასაც ყველა ვერ უძლებდა.


image


სოლოვეცკიზე მოხვდა დაახლოებით ჩვიდმეტი წლის პოლონელი გოგონაც, რომელსაც არ გაუმართლა და ტოროპოვის ყურადღება მიიქცია, თუმცა ეყო გამბედაობა მის ჩაგვრას შეწინააღმდეგებოდა. ერთ დღეს ქალთა ყაზარმში ტოროპოვის მეთაურობით რამდენიმე მთვრალი მცველი შევიდა. მან გოგონა საწოლიდან გადმოათრია, რომელზეც ოთახში შესულმა ყველა ჯარისკაცმა რიგ-რიგობით იძალადა...



image




ქალებს სხვანაირადაც "ტეხდნენ":


image


წარმოუდგენელი შრომით - პატიმრებს აიძულებდნენ წყალი ერთი გუბურადან მეორეში ესხათ ან მძიმე მორები ერთი ადგილიდან მეორეზე ეთრიათ. ამის გაძლება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურადაც საკმაოდ ძნელი იყო.


image


კარცერით - 400 გრამი პური და ორი ჭიქა ცხელი წყალი - ეს იყო მთელი მათი დღიური რაციონი. უფანჯრო შენობა, რომელიც არ თბებოდა. მსჯავრდებულებს "გონზე მოსასვლელად" რამდენიმე დღე სჭიდებოდათ. კარცერის შემდეგ პატიმრები ლაზარეთში ხვდებოდნენ, სადაც ყველას ვერ შველოდნენ....


image


აუტანელი სიცივით - ცნობილია შემთხვევა, როდესაც ბანაკის ერთ-ერთმა უფროსმა, დასასჯელად 30 გრადუსიან ყინვაში ყინულზე ოცდაათზე მეტი პატიმარი დატოვა, მათ შორის ქალებიც. შედეგად, ყველა მათგანს, მოყინული ფეხები მოკვეთეს, რის შემდეგაც პატიმართა უმეტესობა ლაზარეთშივე გარდაიცვალა...


image


ბავშვებით - ამ სასჯელის მოფიქრება მხოლოდ ფსიქოპათს შეეძლო. ცნობილია, რომ ქალები კაცებთან შედარებით უფრო ამტანები არიან, ამიტომ მათ დასასჯელად ყველაზე სასტიკი ფორმა მოიფიქრეს. შვილებზე დედების თვალწინ ძალადობდნენ. ზოგი ნანახით შოკირებული უბრალოდ გიჟდებოდა, ამ საშინელ სანახაობას ზოგი ზედამხედველიც კი ვერ უძლებდა...


image


დახვრეტით - ქალებს სიკვდილით ისევე სჯიდნენ, როგორც ხალხის მტერ - კაცებს. დღეს, ამის შესახებ საუბარი მიღებული არ არის, თუმცა ეს რეალურად ასე იყო. ახლა ბევრი ფაქტებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, ახალ მითებს თხზავს და თითს თანამზრახველებისკენ იშვერს, თუმცა სისტემა დღესაც იგივე მეთოდებით მოქმედებს, წლებთან ერთად არაფერი შეცვლილა და სახელმწიფო მანქანის შეშლილი მმართველის აკვიატებული აზრებისა და ფობიების გამო დღესაც ათი ათასობით უდანაშაულო ადამიანი ზარალდება.








0
517
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
517