სხვა 10 როლი და ვარსკვლავი დიდების ხეივანში – ნაკლებად ცნობილი ფაქტები ტრამპის შესახებ დღეს, 13:45 «ჩასწორებული» გვარი. დღეს ამერიკის პრეზიდენტი არა ტრამპი, არამედ დრამპფი იქნებოდა, რომ არა დონალდ ტრამპის პაპა, ბავარიელი ემიგრანტი, ფრედერიკ დრამპფი, რომელმაც გერმანიიდან ამერიკაში ჩასვლისთანავე, გვარი შეიცვალა – «ევროპული» გვარი, უფრო მჟღერად და ამერიკელებისთვის მისაღებ და გასაგებ გვარად გადაიკეთა. ტრამპების ოჯახი აშშ-ში 1885 წლიდან ცხოვრობს. შეთქმულების თეორიის მომხრე. ტრამპს სჯერა შეთქმულების თეორიების და სხვადასხვა სახის «ყვითელი» ჭორების. მაგ., ამერიკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბავშვის აცრას აუტიზმის გამოწვევა შეუძლია. მაგრამ, ამავდროულად, მას გლობალური დათბობის არა სჯერა და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი, დიდი «აფერაა», რომელიც ფულის «გასათეთრებლად» მოიგონეს. ოჯახის კაცი. ტრამპი 3-ჯერ არის დაქორწინებული. ამასთან, მისი ორი ცოლი — პირველი და ბოლო, აღმოსავლეთ ევროპიდან არის. ხოლო, მისი მეორე ცოლი ამერიკელი იყო. ტრამპს 5 შვილი და 6 შვილიშვილი ჰყავს. შოუ-ბიზნესის მოყვარული. მას შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტი პირველად გახდა, ინტერნეტში გავრცელდა კადრი ფილმიდან «მარტო სახლში-2: ნიუ-იორკში დაკარგული» (1992). მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტრამპისთვის, მის მიერ შესრულებული, არც პირველი და არც ბოლო როლი იყო. ბავშვობაში ამერიკის პრეზიდენტი მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ შემდეგ, მაინც მამასთან დაიწყო მუშაობა, კომპანიაში. თუმცა, საკუთარ ოცნებაზე უარი მაინც არ უთქვამს და დროდადრო ეკრანზე ჩნდებოდა. და შეიძლება ითქვას, რომ ის, არც თუ ისე ცუდი მსახიობია. მაგალითად, ტრამპი 2-ჯერ იყო ნომინირებული პრემია – «ემზე», სერიალებში («ძიძა», «პრინცი ბევერლი-ჰილზიდან», «ჩვენი ცხოვრების დღეები») კომედიური როლების და ფილმში «პატარა არამზადები» (1994) სახასიათო როლის შესრულებისთვის. რაც შეეხება კინო-დებიუტს, ის 1989 წელს, ფილმში «აჩრდილებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ» შესდგა. და უნდა ითქვას, რომ ისე, აშშ-ს მომავალი პრეზიდენტისთვის, წარმატებული აღმოჩნდა. ფილმში შესრულებული მეორე ხარისხოვანი როლისთვის, მან ანტი ჯილდო, «ოქროს ჟოლო» მიიღო. მსახიობობის სურვილი «გადამდები» აღმოჩნდა და ფილმში «ზულენდერი» (2001), დონალდ ტრამპთან ერთად მონაწილეობა, მისმა მეუღლემ, მელანია ტრამპმაც მიიღო. საერთო ჯამში, სერიალებს თუ არ ჩავთვლით, ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ფილმოგრაფიაში 10 როლია. მართალია, ყველა ეპიზოდური, მაგრამ «დიდი და პატარა როლები ხომ არ არსებობს»?! არხის სხვა სიახლეები:* ნივთები, რომლის შესახებ, უმრავლესობამ არაფერი იცის* ფარაონი ხეოფსის სტელას ტექსტი ძველი ეგვიპტის ისტორიას უარყოფს* უცნაური დამთხვევები და ორეულები (25 ფოტო)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები53 შეფასება არ არის
|