საზოგადოება როგორია მიხეილ ყაველაშვილის წარსული, ოჯახი და ქონება ? 28 ნოემბერი, 23:14 მიხეილ ყაველაშვილი 1971 წლის 22 ივლისს ბოლნისში დაიბადა. დაქორწინებულია თამარ ბაგრატიონზე (ლიზა ბაგრატიონის და), ჰყავს სამი შვილი.
1988 წელს დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა "დინამო თბილისში", რომელიც 2006 წელს "ბაზელში" დაასრულა. საქართველოს ნაკრებში 46 მატჩი ჩაატარა.
ის 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, თუმცა მეორე კურსის შემდეგ სწავლა შეწყვიტა.
2015 წელს ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე ცდილობდა კენჭის ყრას, თუმცა წესდების თანახმად ამის უფლება არ მიეცა, რადგან უმაღლესი განათლება არ ჰქონდა.
არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საფეხბურთო ექსპერტი, ფლობს შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზიას და უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია.
საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. 2024 წლის მარტიდან პარტია "ხალხის ძალის" პოლიტიკური მდივანი.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ყაველაშვილის სახელზე მხოლოდ თბილისში არსებული ავტოფარეხი ფიქსირდება. გასულ წელს, ხელფასის სახით ჯამში 49 416 ლარი მიიღო.
27 1-ს მოსწონს
|