სხვა ირანის "ოქროს ახალგაზრდობა": ნახეთ, როგორ ცხოვრობენ ამ მკაცრ მუსულმანურ ქვეყანაში მდიდარი ოჯახის შვილები 27 ნოემბერი, 16:35 თანამედროვე ირანი თავისი მკაცრი ტრადიციებითა და კანონებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უძველესს, მუსულმანურ სახელმწიფოს წარმოადგენს, სადაც ალკოჰოლის მიღება მკაცრად იკრძალება, ქალები კი, ისეთ ტრადიციულ სამოსს ატარებენ, რომელიც მათ გარეგნობას გარეშე თვალისგან მთლიანად ფარავს, თუმცა ქვეყნის ყველა მოქალაქე ამ მკაცრად გაწერილ წესებს როდი ემორჩილება. ირანში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მოსახლეობის პრივილეგირებული ნაწილი არსებობს, ვისთვისაც კანონი მხოლოდ სიტყვათა წყობაა. ე.წ."ოქროს ახალგაზრდობა" საზოგადოების სწორედ იმ ელიტურ ფენას წარმოადგენს, რომელსაც ქვეყანაში არაფერი ეკრძალება და ისე ცხოვრობს როგორც გაუხარდება, გოგონები ატარებენ საკმაოდ თამამ და გამომწვევ სამოსს, აწყობენ ხმაურიან წვეულებებსა და არც ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე ამბობენ უარს. მოდით, ვნახოთ თუ როგორ ცხოვრობენ ირანის ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ოჯახის შვილები, რომელთა თამამმა კადრებმაც სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო.631 შეფასება არ არის |