x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვხედავ, როგორ ფეთქდება ამიტომაც ვამბობ"- ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

image


ცნობილი ქართველი ნეთელმხილველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე მისი უახლესი წინასწარმეტყველება ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"გთავაზობთ ქალბატონი ლელას უახლეს წინასწარმეტყველებას. ქვეყნდება პირველად.


2003 წელი, 23 ნოემბერი

ადრეც აღვნიშნე და კვლავ ვიმეორებ: რუსეთის პრეზიდენტს თითი ბირთვულ ღილაკზე კი უდევს, მაგრამ დაჭერას ვერ მოასწრებს!!!


თუმცა ისევ ვხედავ, რომ პუტინი პოლონეთს კვლავაც ემუქრება – დიდი ხანია ემუქრება, და ეს მუქარა ლიტონი სიტყვები არ არის – მართლა ემუქრება რაკეტების სროლით. და ვხედავ, როგორ ფეთქდება რაკეტა საზღვარზე.


მსოფლიო პოლიტიკოსებში დაიწყება დიდი გარჩევები, რათა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ეს გარჩევები არ არის, ასე ვთქვათ, ჭორაობა – ეს არის მეტად სერიოზული საკითხი, რომელსაც მე დედამიწის ყოფნა-არყოფნის საკითხს ვეძახი.


ამიტომაც ვამბობ: ვინც ჩემი, ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ფრთის ქვეშ რჩება თავისი ნებით, ყველა გადარჩება! ამას წლებია ვიმეორებ და იცოდეთ, ასეც ასრულდება.


ვხედავ, რუსეთი ისეთ დღეში ჩავარდება, საქართველო დაავიწყდება. რთული პერიოდები იმაში აისახება, რომ (არ დაგავიწყდეთ ეს ძველი წინასწარმეტყველება) მოდიან მუსლიმები. ისრაელი შეებრძოლება მათ, ვინაიდან ღმერთი არ ტოვებს ისრაელის შვილებს, და მსოფლიო ერთიანი დროშის ქვეშ გაერთიანდება – დიდ დარტყმას მიაყენებენ მუსლიმებს.


უნდა აღვნიშნო: იმ პოლიტიკური ჭიდილით, რომელიც ისრაელსა და ევროპას შორის მიმდინარეობს, ევროპა ვერც გულს მოულბობს მუსლიმებს და ვერც თამაშს განაგრძობს მათთან. ამიტომ ომები გაგრძელდება და ამ ომს დაერქმევა დასუფთავება დედამიწისა, დასუფთავება მთელი მსოფლიო პოლიტიკისა. ამ ომს ქრისტიანული სამყარო მოიგებს ისრაელთან ერთად.


რაც შეეხება ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს დაპატიმრებაზე ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემულ ორდერს, ზუსტად ისე გეტყვით, როგორც ვხედავ: ის ერთ კარში შედის და მეორედან გამოდის! დიახ, ნეთანიაჰუს დიდი დამსახურება აქვს ისრაელის წინაშე და ვინც ეს არ იცით, გადახედეთ ისტორიას, გადახედეთ წარსულს.


რაც მთავარია, ამერიკა და ევროპა რუსეთს არცერთ შემთხვევაში არ მისცემენ მწვანე შუქს.
უფრო მეტიც, ვხედავ, როგორ ღალატობს რუსეთს ჩეჩნეთის ლიდერი.


მოკლედ, მსოფლიოს დიდი ამბები ელის.ჩემი საქართველო კი – ისევ ვიმეორებ – ურთულესი პოლიტიკური ომებიდან ძვრება, ევროკავშირის წევრიც ხდება და ნატოშიც შედის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გააკეთებს ამას – მთავარია, რომ ეს მოხდება სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ!", – ვკითხულობთ ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე.







0
1535
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1535