პროფილაქტიკა ბრიტანელი ექიმების მტკიცებით, დივანზე ინტიმური კავშირი ჯანმრთელობისთვის სარისკოა 25 ნოემბერი, 18:37
დივანზე სექსი ჯანმრთელობისთვის სარისკოა, ამის შესახებ ისაუბრა დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვიის მთავარმა ექიმმა და თერაპევტმა ჰანა პატელმა. მის სიტყვებს გამოცემა Daily Mail-ი ციტირებს.
პატელმა განმარტა, რომ რბილი ავეჯი არის შესანიშნავი ადგილი ბაქტერიებისთვის, რომლების დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. მან მაგალითად მოიყვანა სხვადასხვა კვლევები, სადაც დამტკიცდა, რომ რბილი ავეჯი, მათ შორის დივანი პათოგენების გამრავლებისთვის ძალზე ხელსაყრელია. უფრო მეტიც, ბაქტერიები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ფოროვან ქსოვილებზე, როგორიცაა ბამბა, ნეილონი, პოლიესტერი და ასევე ზოგიერთი სახის პლასტმასზე. ექიმის თქმით, დივანზე სექსი ასევე ზრდის ბაქტერიული ინფექციების განვითარების რისკს, შალითები ისე ხშირად არ იწმინდება და საერთოდ არც ირეცხება საწოლის თეთრეულისგან განსხვავებით. პატელის თქმით, ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია დივანზე სექსთან, არის საშარდე გზების ინფექცია, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს ტუალეტში წასვლისას. გარდა ამისა, არსებობს ინფექციის უფრო დიდი რისკი. თერაპევტმა ისიც აღნიშნა, რომ ქალები უფრო რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მამაკაცები, პატელის დასკვნებს სხვა ექსპერტებიც ადასტურებენ. ასე რომ, სექსისა და ურთიერთობის კოუჩის, ჯემა ნაისის თქმით, დივანზე სექსმა შეიძლება გამოიწვიოს კანის მტკივნეული დამწვრობა, განსაკუთრებით თუ რბილი ავეჯი დაფარულია უხეში ქსოვილით ან ტყავით. ასეთი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ის წყვილს ურჩევს დივანზე გადააფარონ პლედი ან რამდენიმე პირსახოცი. 130 3-ს მოსწონს
|