x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138536
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
"დიდ ბრიტანეთამდე 19 წუთში"–ინტერნეტში გამოჩნდა რაკეტა "ორეშნიკის" ფრენის სიჩქარის წარმოსახვითი ვიდეო
image

ამის ფონზე სტრატეგიული სარაკეტო ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ "ორეშნიკს" მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.


ინტერნეტში გამოჩნდა რუსული საშუალო მანძილის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის "ორეშნიკის" ფრენის სიჩქარის ვიზუალიზაცია.


ვიდეო სამხედრო კორესპონდენტმა ევგენი ლისიცინმა " ტელეგრამის" არხზე გამოქვეყნა.



მასში ნაჩვენებია რუსეთის ფედერაციის უახლესი იარაღი მოქმედებისას.


როგორც მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რაკეტის სიჩქარე 10 მახს აღწევს, ანუ 2-3 კილომეტრს წამში.


ექსპერტების აზრით, "ორეშნიკის" წვდომის ზონაში კონტინენტური ევროპის ყველა ქვეყანა არის მოქცეული, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაწყებული, პორტუგალიით და დიდ ბრიტანეთით დამთავრებული.




"ორეშნიკის" ფრენის დროა: დიდ ბრიტანეთამდე - 19 წუთი, პოლონეთამდე - 8 წუთი, ბელგიამდე - 14 წუთი და გერმანიამდე - 11 წუთი.


როგორც ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული სარაკეტო ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი კარაკაევმა, ორეშნიკის სარაკეტო სისტემას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.


მისი თქმით, ახალ იარაღს შეუძლია გადალახოს ნებისმიერი თანამედროვე და პერსპექტიული სარაკეტო თავდაცვის სისტემა.


შეგახსენებთ, რომ სარაკეტო სისტემა პირველად 21 ნოემბერს გამოიყენეს დნეპერში, დარტყმა განხორციელდა სამრეწველო ობიექტზე.


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, "ორეშნიკის" გამოყენება პასუხი იყო უკრაინული ძალების მიერ ამერიკული და ბრიტანული ATACMS და Storm Shadow რაკეტების გამოყენებაზე.


რაკეტის ნამსხვრევები უცხოელ ჟურნალისტებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა აჩვენეს.


Reuters-ის ცნობით, რაკეტის ფრაგმენტები ანგარშია შენახული და უკრაინელი ექსპერტები სწავლობენ.

0
232
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0