x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138540
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
"დებილი არავინ არ არის და ხალხი მშვენივრად გრძნობს..... “ - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"არც უნდობლობის გაღვივება მინდა და არც ნიჰილიზმის და აპათიის. მაგრამ, დებილი არავინ არ არის და ხალხი მშვენივრად გრძნობს, რა იქნება შემდეგი: ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში. სხვანაირად მთელი მისი “შრომა“, რაც გაყალბებისთვის დახარჯა ფუჭია. ფსონებს გაზრდის. საკმაოდ დიდ თანხებს შესთავაზებს ოპოზიციონერ ინდივიდებს. ყველას არა, სუსტ რგოლებს მოძებნის. ნაწილიც ეყოფა იმისთვის, რომ პარლამენტს ლეგიტიმურობის ელფერი მისცეს და ხალხი საბოლოოდ აპათიაში ჩააგდოს, წლობით გათიშოს პროცესიდან. უკვე დაიწყო ხალხის ლანძღვა, რომ ქუჩაში არ გამოდის ბევრი. არც გამოვა, სანამ ექნება განცდა, რომ ისევ მოატყუებენ, გადააგდებენ და მიაფურთხებენ. 2020–დან დიდი დრო არ გასულა და ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. ამიტომ, სანამ ოპოზიცია ცალსახად და საბოლოოდ არ ჩაეხსნება პარლამენტს, ნუ გვექნება იმედი, რომ პროტესტი და წინააღმდეგობა მასობრივ სახეს მიიღებს. და მოეშვით ხალხის დამუნათებას. ჯერ კიდევ შოკშიდან ვერ გამოვსულვართ იმის გამო, რომ ამდენი ტვინიკოსი აზრზეც ვერ მოვიდა ისე გააყალბა ქოცმა არჩევნები. რატომ მოხდა ასე, მაგაზე ალბათ ცალკე უნდა ვილაპარაკოთ, თან ბევრი."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.






0
79
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
79