ფოტოგრაფია 25 წუთი სტალინთან 25 ნოემბერი, 15:14
NY Times-ის რედაქტორი ცნობილ ფოტოგრაფს, ჯეიმს ებეს (James Abbe )გაეხუმრა:"მომიტანე ჰიტლერის ფოტო გადაღებული სინაგოგაში და სტალინის ფოტო გადაღებული კრემლში".ეს ხუმრობა ებემ პირდაპირ მიიღო და დურთა თავი მოსკოვში.რა თქმა უნდა კრემლში არავინ შეუშვა.
ამის შემდეგ ჯეიმს ებემ მცირე ეშმაკობას მიმართა:"დასავლეთში დადის ჭორები, რომ სტალინი ავად არის." ამის შემდეგ სტალინთან მოლაპარაკების შემდეგ ფოტოგრაფს დართეს ნება ბელადის კაბინეტში შესულიყო და ფოტოები გადაეღო.ეს მოხდა 1932 წლის 13 აპრილს. "სულ ხუთი წუთი გაქვთ"-შეუბღვირა სტალინმა ფოტოგრაფს. როგორ სულ ხუთი წუთი ხუთწლედის ინდუსტრიალიზაციის მამასთან?"-არ დაიბნა ჯეიმს ებე. სტალინს გაეღიმა, ხუმრობა მიიღო და ფოტოსესია 5 წუთის მაგივრად 25 წუთი გაგრძელდა. ჯეიმს ებე, რომელიც მანამდე ბროდვეის და ჰოლივუდის ვარსკვლავების ფოტოების გადაღებით იყო დაკავებული გადაერთო ფოტოჟურნალისტიკაში. მან საბჭოთა კავშირში რამდენიმე ხანი დაჰყო და მრავალი საინტერესო ფოტოც გადაიღო, 1934 წელს გამოვიდა მისი ფოტოწიგნი Photograph Russia. 174 2-ს მოსწონს
|