საზოგადოებრივი ფარაონი ხეოფსის სტელას ტექსტი ძველი ეგვიპტის ისტორიას უარყოფს 27 ნოემბერი, 8:29 ფარაონი ხეოფსის სტელას წარწერების გაშიფრვაზე, სპეციალისტები 30 წელი მუშაობდნენ... და ძველი ეგვიპტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ის, ძირითადად, არქიტექტურის იმ მიღწევებს აღწერს, რომელიც ხეოფსის მეფობის დროს ხორციელდებოდა. მასზე ნახსენებია, მაგ., იზიდას ტაძარი და უდიდესი გემთსაშენები... მაგრამ, ყველაზე სენსაციური ის არის, რომ არტეფაქტი ჩანაწერს შეიცავს, რომ სფინქსი და დიდი პირამიდები, უდაბნოს შუაგულში, ეგვიპტის სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე, დიდი ხნით ადრე "იდგნენ". აკადემიური მეცნიერები ასეთ თარგმანს არ აღიარებენ! მათი აზრით, ფარაონი ხეოფსის სტელაზე, უზუსტობები და შეცდომებია, რის გამოც, დაწერილის მნიშვნელობა, საპირისპირო აზრით იცვლება. მაგრამ, ალტერნატიული მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სტელა შესანიშნავ მდგომარეობაშია და მასზე, თითოეული სიმბოლო, ნათლად ჩანს. ასე რომ, თარგმანში შეცდომა ვერ იქნება... და კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ იეროგლიფებს შორის, არის მინიშნება, ხეოფსის სურვილზე, წინამორბედი ცივილიზაციის მიღწევის გამეორების და ახალი სფინქსის და პირამიდების აგების შესახებ. გარკვეული სამზადისი, 26 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, მაგრამ მშენებლობა, ბლოკების რამდენიმე დონეს ვერ გასცდა... ხოლო, ოფიციალურ ისტორიაში ნათქვამია, რომ სფინქსი და დიდი პირამიდები, სწორედ ხეოფსის და მისი შვილის ჯედეფრეს მეფობის დროს აშენდა. თუმცა, ამ მოსაზრებას, არაერთი ფაქტი უარყოფს. მაგალითად, მკვლევარების ხელში აღმოჩნდა არტეფაქტი – სირაქლემას კვერცხი, * რომლის ასაკი, სავარაუდოდ, 7000 წელია და მასზე პირამიდები უკვე დახატულია. ანუ, 5 ათასი წლის წინ, პირამიდები უკვე არსებობდა და ძველმა ოსტატებმა ისინი კვერცხის ნაჭუჭზე დაიტანეს. გარდა ამისა, სფინქსის და პირამიდების ზედაპირზე არსებული ეროზიის ანალიზის შემდეგ, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ წყლის ეროზია, ამჟამინდელი კლიმატის გათვალისწინებით, ძალიან მაღალი იყო. მათ კლიმატოლოგებს მიმართეს და გაარკვიეს, რომ მსგავსი კვალი, მხოლოდ ძლიერ წვიმებს შეეძლო გამოეწვია, რომელიც ამ რეგიონში, 13-14 ათასი წლის წინ იყო... და ეროზიის დონის გათვალისწინებით, ასეთი ზეგავლენის ქვეშ, ნაგებობებო, ათასწლეულის მანძილზე მაინც უნდა ყოფილიყო. ფარაონი ხეოფსის სტელა ამ ყველაფერს, სტელაზე ამოტვიფრული ტექსტის თარგმანსაც თუ დავუმატებთ, საკმარის მტკიცებულებას მივიღებთ, რომ ძველი ეგვიპტის ისტორია გაყალბებულია, ყოველ შემთხვევაში, მისი ერთი ნაწილის მაინც. რაც შეეხება, კონკრეტულად ხეოფსის სტელას, მას ძალიან იშვიათად, წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღით, მუზეუმის დარბაზებში გამოფენენ ხოლმე. ხოლო, 360 დღე, ის საცავშია გამოკეტილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული არტეფაქტი, რომელიც აკადემიური მეცნიერების შეხედულებებისაგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას შეიცავს, არტეფაქტების "შავ სიაშია"... და კარგია, რომ საერთოდ არ გაანადგურეს. * ძველი ეგვიპტელები სირაქლემაზე დინასტიამდელ დროშიც კი ნადირობდნენ. იმ პერიოდში, მათი კვერცხები სხვადასხვა მიზნით ფართოდ გამოიყენებოდა — იყენებდნენ, როგორც საკვებს. ხოლო, დაცლის შემდეგ, კონტეინერებად ხმარობდნენ. ერთ–ერთი ასეთი კვერცხი ნუბიაში (რეგიონი აფრიკაში, ნილოსის სანაპიროზე, ასუანის მახლობლად) აღმოჩენილ სამარხში იპოვეს. ხოლო სამარხი, როგორც აღმოჩნდა ნაქადა I კულტურას ეკუთვნის (ძვ. წ. აღრ. 4000–3500 წწ.), რომლის ასაკი 5 000 წელს აღემატება. ამ კვერცხის განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მასზე ნილოსი და გიზის სამი პირამიდა გამოსახული, რაც ამ ძეგლების მშენებლობის თარიღის გათვალისწინებით, შეუძლებელია! «ოფიციალური მეცნიერების» მონაცემებით — 5 ათასი წლის წინ, პირამიდები ჯერ კიდევ არ არსებობდა. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* კატის ფენომენი: რატომ ამბობენ, რომ კატებს 9 სიცოცხლე აქვთ?* მოვლენები და ობიექტები, რომელთა შესახებ, შესაძლოა, არ გსმენიათ* საინტერესო არტეფაქტები, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები372 1-ს მოსწონს
|