x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ათეისტის აღსარება
image

ყოველგვარი ფარისევლური "ნუ ალბათ რაღაც არსებობს" და ყოველგვარი მოკეკლუცო "მე ცოტაოდენი აგნოსტიკი ვარ"-ს გარეშე.



არა, არავითარ შემთხვევაში "შესაძლებელია" ან "რაღაც არსებობს"..ამას არ დავუშვებ.ძალიან მაკმაყოფილებს სამყაროს ბიოლოგიური მოწყობა:ფიზიკა, ასტრონომია, მათემატიკა, ფსიქოლოგია.თავს ძალზე კომფორტულად ვგრძნობ იმ ჩარჩოებში, რასაც მეცნიერება ჰქმნის, იმიტომ, რომ მე ვხედავ სიტყვებით საქმის დასტურს.თუ არსებობს მიზიდულობის ძალა ვხედავ როგორ ვარდება ქვემოთ ვაშლი, არავინ მაძალებს დავიჯერო, -მიჩვენებენ მოქმედების მექანიზმს თავიდან ბოლომდე.


სულაც არ მადარდებს და არც მწყინს, თუ ვინმე ათეისტი არ არის, არ მწყინს ვინმე კარიკატურას თუ დახატავს ათეისტებზე ან საძაგელ ფილმს გადაიღებს, ან თუნდაც ვინმე უხამსს სიმღერას დაწერს ათეისტებზე.არ გავბრაზდები, ბოროტებას არ ჩავიდებ გულში და მერე არ წავალ და ვინმეს ჯოხს არ ვურტყავ ან არ მოვკლავ ამის გამო.



მე არ მჯერა არცერთი იმ მრავალრიცხოვანი ღმერთებისა, რომელიც კაცობრიობას გააჩნია, ვინმეს თუ ჩემზე გეცინება დაე იცინეთ შეგარგოთ!თანახმა ვარ, რომ დამცინოთ.... მე არ ვეთაყვანები მუყაოზე დახატულ მოხუცს, არ მიმაქვს ხილი და ყვავილები თიხისგან გამოძერწილ კერპთან, არ ვემხობი და ცაში ხელებს არ აღვაპყრობ...არ ვკითხულობ წერილს, რომელიც ჩემთვის უცხო ენაზეა, უცხო ადამიანისგან, რომელიც თურმე რატომღაც ყველაზე მეტად უნდა მიყვარდეს!!



მით უმეტეს ახლა, ამ ოცდამეერთე საუკუნეში, მზად ვარ ვაღიარო, რომ არ მჯერა არც ანგელოზების, არც ეშმაკების, არც მიცვალებულების მკვდრეთით აღდგომა და სხვა "სასწაულები"და პრინციპში ვერც ვხედავ იმის საჭიროებას, რომ მჯეროდეს.ჩემთვის ისიც საკმარისი, რასაც ვხედავ, შევიგრძნობ და კიდევ რა შეიძლება შევიცნო.


არ არსებობს არავითარი სული და არ მოვხვდები სამოთხეში ან ჯოჯოხეთში, სხეული ატომობისგან შედგება დაიშლება და ისევ სამყაროში გაიფანტება, ამაზე მეტი უკვდავება რაღა გინდათ?ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს დამაკმაყოფილებელია და მეტი არც მინდა.


სასამართლოში არ გიჩივლებთ იმიტომ, რომ თქვენთის სასაცილოა ჩემი მსოფლმხედველობა, გზას არ გადავკეტავ პროტესტის ნიშნად, იმიტომ, რომ ჩემი რელიგიური შეხდეულებები არ გაიზიარე, არ გისაყვედურებთ იმის გამო, თუ რაიმე რელიგიური დღესასწაული არ მომილოცე, არ დაგაძალებთ, რომ მაინცდამაინც თქვენც ათეისტური შეხედულებები გქონდეთ..არ არსებობს არცერთი ომი, რომელიც ათეისტების ან მათი სახელით იყოს წამოწყებული, არ არსებობს ტერაქტი, რომელიც ათეისტების სახელით განხორცილებულიყოს..აი, სულ ეს იყო.....

1
156
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
156
  
23 ნოემბერი, 19:30
ათეისტს რომ არაფერი ეწყინება, ეგ ისედაც ბუნებრივია - რაც არ აქვს, იმაზე როგორ დასცინებს ვინმე? ან რა მნიშვნელობა აქვს, თუ დასცინებს?
ვისაც მშობელი ჰყავს, იმას სწყინს მშობლის დაცინვა, თორემ ვინც ბავშვთა სახლშია და არავინ ჰყავს, იმას არც ეწყინება.
მორწმუნეს აქვს რწმენა, ჰყავს წმინდანები, ვინც მისთვის მნიშვნელოვანია და იმას რომ შეუგინებს ვინმე, თავისთავად ეწყინება - აქედან ვერ გამომდინარეობს, რომ ათეისტი უფრო მაღლა დგას შეგნებით.
არც ის გამომდინარეობს, რომ ნაწყენმა ქრისტიანმა ჯვარი უნდა ურტყას ვინმე თავში, მაგრამ ვიღაც თუ რადიკალია, ამაში მორწუნეობა და რელიგია ვერ იქნება დამნაშავე. გიჟების გამო ვერც ათეიზმი და ვერც რელიგიურობა ვერ შეფასდება უკეთესად ან უარესად და როგორც მორწმუნე შეიძლება იყოს შეუგნებელი, ვინმეს ცემის სურვილი რომ უჩნდება, ასევეა ათეისტიც, ვინმეს დაცინვის სურვილი რომ უჩნდება.
დღეს გავრცელებული რელიგიების უმეტესობა ეუბნება ადამიანს, რომ „ვიღაც კერპი“ კი არა, სწორედ ადამიანი უნდა უყვარდეს და არ ავნოს მას. ვინც ვერ იგებს წესიერად, მისი პრობლემაა და არა რელიგიის.
ის რომ ომებთან ათეისტები არაფერ შუაში არიან — ეგეც არ შეესაბამება სიმართლეს. ჯერ ერთი, ომები სულ იყო, ყველა ხალხში და ტომში, ყველა ეტაპზე. მეორეც ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმსმელ მონღოლების იმპერიას სულ ფეხებზე ეკიდა რელიგია, არ ყოფილა მათთვის მნიშვნელოვანი, ისე გაჟლიტეს ნახევარი მსოფლიო. ნაცისტურ გერმანიასაც ყველაზე მეტი ადამიანი შეეწირა, მაგრამ ეგეც სეკულარულ პრინციპებზე იდგა, ასევე იყო საბჭოთა კავშირიც, ყველაზე მტანჯველი და ტოტალიტარული რეჟიმი, დახვრეტებით, ოჯახების გადასახლებებით, შიმშილობებით. მოკლედ, ადამიანებს ძალადობა და მკვლელობა ყოველთვის იზიდავდათ და ეგ რელიგიას ვერ გადაბრალდება, პირიქით, მაგალითად, ქრისტიანობა და ბუდიზმი მაგის საპირისპიროდ მოუწოდებს, მაგრამ არავის სჭირდება და „უკუღმა იგებენ“.
მოკლედ, ათეისტობა კარგ ან უკეთეს ადამიანობას არ ნიშნავს ავტომატურად — არც რელიგიურობა ნიშნავს უარესს და სიბოროტეს — ერთშიცაა შეგნებული და კეთილი, მეორეშიც. ყველამ შეგნებით, აზროვნებით უნდა იამაყოს და არა იმით, ათეისტი ერქმევა თუ რელიგიური.
0 1 1