ქალი და მამაკაცი 4 ნიშანი, რომ ცოლი ხარ, მაგრამ ქმარი არ გყავს! 27 ნოემბერი, 11:10 სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.
საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება. შენ შეგიძლია იყო ცოლი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ქმარი გყავს. ქორწილის შემდეგ შესაძლოა ფიქრობდი, რომ ეს შენი ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი იყო, მაგრამ თქვენს ქმარს ეს რატომღაც დაავიწყდა. თუ ამ 4 ნიშნიდან ამოიცნობთ საკუთარ თავს, იცოდეთ, რომ ცოლი ხრთ, მაგრამ ქმარი არ გყავთ. 4 ნიშანი, რომ ცოლი ხარ, მაგრამ ქმარი არ გყავს!1. თუ ქმარი სახლში არ მოდის. თუ სახლში არ მოდის დასაძინებლად, ქმარი არ გყავს. არ შეიძლება გქონდეს ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვინც გვერდით არ გყავს. შესაძლოა ის მეგობრებთან ერთობა გვიანობამდე და მათთან რჩება. ან იქნებ ის თავს უფლებას აძლევს სადმე წავიდეს თქვენი გაფრთხილების გარეშე, თუნდაც მშობლებთან. ყველაზე უარესი, ის კარგად გრძნობს თავს, რომ დროის უმეტეს ნაწილს თქვენგან შორს ატარებს. 2. თუ ის ძალიან დაკავებულია თქვენთვის. თუ თქვენი პარტნიორი ზედმეტად დაკავებულია სხვა საქმით, რომელსაც თქვენზე მნიშვნელოვნად და საჭიროდ თვლის. ასევე, შესაძლოა მას აქვს დამოკიდებულება: ან რაიმე ნივთიერებაზე, ან სამუშაოზე, ან იქნებ ის გატაცებულია რაღაც ჰობით: სპორტი, ვიდეო თამაშები და სხვა, რასაც ის უთმობს მთელ თავის დროს და ყურადღებას და ის არ არის ორიენტირებული თქვენზე და თქვენს ოჯახზე. ასე რომ, ის არ არის ის ქმარი, რომელმაც საქორწინო ფიცი მოგცათ. 3. ის არ არის ერთგული. მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს სხვებს როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად უზიარებს, არ შეიძლება იყოს თქვენი ნამდვილი ქმარი. ზოგიერთმა პარტნიორმა შესაძლოა გადაჭარბებული სიყვარულის ქვეშ დამალოს ღალატი, ანუ შესაძლოა, ის ზედმეტ ყურადღებას გაქცევდეთ თქვენი ეჭვის გასაქრობად, მაგრამ თუ ის მუდმივად გღალატობთ, მაშინ თქვენ არ ხართ მისი პრიორიტეტი. თუ ის გატყუებთ, ეს თქვენთვის შეურაცხმყოფელია. 4. მას არ უყვარხარ. საშინელებაა იმის განცდა, რომ პარტნიორს აღარ უყვარხარ. თუ ის არ საუბრობს და არ გაჩვენებს თავის გრძნობებს, ის ვერ იქნება კარგი ქმარი. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს მისი პრობლემა, შესაძლოა მან უბრალოდ არ იცის როგორ გამოხატოს სწორად ის, რასაც გრძნობს, მაგრამ თუ მას არ სურს ამის სწავლა, როცა ეს შენი სიყვარულის ენაა, როცა ეს არის ის, რაც გჭირდება იმისთვის, რომ გრძნობდე, რომ უყვარხარ, მაშინ შენი ქმარი შენთვის ნამდვილი ვერ იქნება. 136 3-ს მოსწონს
|