x
image
ლურჯი თოლია
Mediator image
როგორ ვიკვებოთ სწორად - მარტივი და ეფექტური წესები

რაციონალური კვება - ეს არის ჯანმრთელი ადამიანის სრულფასოვანი კვება მისი ასაკის, სქესის, შრომითი საქმიანობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

ჯანსაღი კვება

იმისათვის, რომ საკვები რაციონი იყოს ჯანსაღი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას:

1. დღიური საკვები რაციონის ენერგეტიკული ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგოხარჯვებს.

შენ გჭირდება იმდენი კკალ ენერგია, რამდენსაც ხარჯავ!

1გ ცილა და/ან ნახშირწყალი ორგანიზმისთვის იძლევა 4 კკალ ენერგიას, 1გ ცხიმი - 9 კკალ ენერგიას.

სხეულის მასის მომატება 1 კგ-ით ნიშნავს, რომ თქვენმა კვებამ 6750 კკალ-ით გადააჭარბა ენერგოხარჯვებს.

2. უნდა მივიღოთ საკვები ნივთიერებები იმ რაოდენობითა და პროპორციებით, რომლებიც მაქსიმალურად სასარგებლო და საჭიროა ორგანიზმისთვის.

ძირითადი საკვები ნივთიერებებია : ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. საკვებში მათი ოპტიმალური თანაფარდობაა: 1: 1 : 4

3. კვების რაციონი სწორად უნდა იყოს გადანაწილებული დღის განმავლობაში.

რაციონის დღიური ენერგეტიკული ღირებულება უნდა იყოს:

3-ჯერადი კვების დროს:

საუზმე - 30%, სადილი - 45%, ვახშამი - 25%.

4-ჯერადი კვების დროს:

პირველი საუმე - 25%, მეორე საუზმე (სამხარი) - 15%, სადილი - 35%, ვახშამი - 25%.

4. საკვები უნდა იყოს უსაფრთხო და უვნებელი, მათ შორის, მისი მომზადება-გადამუშავების მეთოდებიც.

5. სითხე საკმარისი რაოდენობით.

6-8 ჭიქა წყალი ყოველდღიურად დატვირთვის მიხედვით და ასევე, არაალკოჰოლური სასმელებიდან ჯანსაღი ვარიანტები, როგორიცაა ჩაი და დაბალცხიმიანი რძე.



0
59
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0