x
8 ყველაზე ცუდი საკვები თქვენი ტვინისთვის

კენკრა და ბროკოლი ტვინის სტიმულირების სუპერვარსკვლავებია. მაგრამ ბევრი საკვები მავნეა თქვენი ტვინისთვის, ართმევს მეხსიერებას და იკარგება ჭკუა. ჯანსაღი დიეტის დაცვა აუცილებელია ტვინის ოპტიმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. სავი შოკოლადი, ავოკადო და ცხიმიანი თევზი, ძვლის ბულიონი, კენკრა და ბროკოლი - ესენი ყველა სუპერვარსკვლავები არიან, რომლებიც აძლიერებენ ტვინს. მაგრამ არსებობს საკვები, რომელსაც აქვს საპირისპირო ეფექტი და შეუძლია დაარღვიოს თქვენი ჭკუა, რაც გავლენას მოახდენს თქვენს მეხსიერებასა და განწყობაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ საკვების იდენტიფიცირება და მათი რაციონიდან ამოღება მათი ეფექტის შესამცირებლად. წარმოგიდგენთ 8 ყველაზე ცუდ საკვებს, რომელიც აზიანებს ტვინს:შემწვარი საკვები, შაქრიანი წვენები, რაფინირებული ნახშირწყლები, თუნა, გადამეტებული ალკოჰოლი, ხელოვნური დამატკბობლები და დამუშავებული ხორცი. მართლაც, რამდენად ცუდია შემწვარი საკვები? შემწვარი ქათამი და კარტოფილი ფრი უბრალოდ არ გაგიფართოებთ წელის ხაზს; ისინი შეიძლება მავნე იყოს ტვინისთვის. კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა 2016 წელს “ჯურნალ ოფ ნუტრიშენ საიენსში", ადამიანები, რომლებიც ჭამდნენ შემწვარ საკვებს, ცუდ ქულას აძლევდნენ კოგნიტურ ტესტებს, რომლებიც აფასებდნენ სწავლას, მეხსიერებას და ტვინის ფუნქციას. პირიქით, მათ, ვინც უფრო მეტ მცენარეულ საკვებს ჭამდა, უფრო მაღალი ქულა მიიღეს. “მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ანთებასთან და ტვინის ქსოვილის ზომის შემცირებასთან"-, ამბობს კრისტინ კირკპატრიკი, “სქინი ლაივერის" თანაავტორი. “როდესაც უყურებთ ტვინის ერთერთი უდიდესი კვლევის ასპექტს - მაინდ დიეტას- ნათლად ჩანს, რომელმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს ან შეამციროს ტვინში ანთება.

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:ნონა ქაჩლიშვილი
ნონა ქაჩლიშვილი
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0