x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„იცავენ მძიმე მარხვას, წირვებსაც არ გააცდნენ, მაგრამ შური, აგრესია, ბოროტება, ჭორაობა კარგად გამოსდით“ - პეტრე კოლხი

image

.

ეპატაჟური სასულიერო პირი მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

.

"რელიგიური ფსიქოზი ყველაზე გახშირებული და აქტუალური მოცემულობაა, დღევანდელ საქართველოში…
.
იცავენ მძიმე მარხვას, ხშირად შიმშილობენ, ყოველ დილით შეიძლება ყველა ფსალმუნი წაიკითხონ, ასობით კილომეტრს გაივლიან და მონასტრებში ღამისთევის წირვებსაც არ გააცდნენ, მაგრამ შური, აგრესია, ბოროტება, ინტრიგა, ჭორაობა ისე კარგად გამოსდით, ხარისხს დაიცავენ.
.
ეს არის თანამედროვე, არასწორად აღზრდილი ე.წ. მრევლის დამახინჯებული სულიერი მდგომარეობა.
შენიშვნასაც არავინ აძლევთ, მერე აღარ მივლენ ტაძრის კარებთან ხელდამშვენებულები…
.
იმდენად ზედაპირული და მოჩვენებითი გახდა ქრისტიანული ცხოვრება, ვისაც მართლა გულით სწამს, ასეთ რიტუალებს ემიჯნება და რჩება თავისთვის…
სულიერ ცხოვრებას ყველაზე დიდი ინტელექტი და განათლება სჭირდება, რომ რელიგია მხოლოდ რიტუალის დონეზე არ დარჩეს და ადამიანის შინაგან განვითარებას ხელი შეუწყოს!.."
**********************************************
.
"ხშირად ადამიანები ღუზებივით აგეკიდებიან და ვითომ ზრუნავენ შენზე. სინამდვილეში გძირავენ და ფსკერისკენ გითრევენ…
ასეთ დროს, ჯაჭვი უნდა გაწყვიტო და განაგრძო ნელი ცურვა შენი ცხივრების მიმართულებით!.."
.
1
141
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
141
  
20 ნოემბერი, 14:21
ნეტა არ აწკარუნებდე რა! არსად შენ არ მუშაობ, ოჯახიდან არანაირი შემოსავალი შენ არა გაქვს, სწორედ იმ მრევლის შენაწირი ფულით დადიხარ ჩაზმანული მოგზაურობებში.
ჭორიკანა და არასწორი, რომ ხარ ამიტომაც მოგისროლეს შამპანურის საცობივით ეკლესიიდან.
0 1 1