x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცხოპლანეტელების წყალქვეშა ბაზები, თუ ჩაძირული უცხოპლანეტური ხომალდები? სხვადასხვა ქვეყნის სანაპიროებთან, დისკის ფორმის 3 ობიექტი აღმოაჩინეს

უკვე ვწერდით, რომ პენტაგონის წარმომადგენლები არ უარყოფენ, დედამიწაზე უცხოპლანეტელების არსებობის შესაძლებლობას. ისინი, შესაძლოა, არაერთი საუკუნის მანძილზე, ოკეანეების და ზღვების ფსკერზე არსებულ ბაზებზე იმყოფებიან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში, ცაში ამო–ს დაფიქსირების ფაქტებმაც იმატა... ხოლო, სხვადასხვა ქვეყნის სანაპიროებთან, დისკის ფორმის, 3 ობიექტია აღმოჩენილი:


image


I. პერუ. პერუს დედაქალაქ ლიმას სანაპირო ზოლთან, საკმაოდ ახლოს, ოკეანის ფსკერზე, თითქმის იდეალურად მრგვალი ფორმის, იდუმალი ობიექტი აღმოაჩინეს. ობიექტი ჯერ–ჯერობით, შესწავლილი არ არის და მხოლოდ მკითხაობა შეიძლება, თუ სინამდვილეში, რა შეიძლება იყოს? ამასთან, წყალქვეშა ანომალიის ზომა, – შთამბეჭდავია. მისი დიამეტრი, დაახლოებით, 7 კილომეტრია, რაც წარმოსახვას უზარმაზარ პერსპექტივებს უხსნის. Google რუკებზე კი, მისი კოორდინატები ასეთია: 14°13'59.71"S 81°43'16.05"W.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ იდუმალი ობიექტი, ნასკას პლატოს მახლობლად მდებარეობს. ხოლო, უფოლოგების ერთი ნაწილი თანხმდება, რომ პლატოს გეოგლიფები სხვა არაფერია, თუ არა უძველესი კოსმოდრომის ასაფრენი ბილიკები. ასე რომ, შეიძლება, იდუმალი ობიექტი, უძველესი აეროკოსმოსური კომპლექსის ჩაძირული შენობა, ან უცხოპლანეტელების ხომალდი იყოს, რომელიც ფსკერზე წარუმატებლად დაეშვა?

II. საბერძნეთი. საბერძნეთში, სალონიკის სანაპირო ზოლიდან, არც თუ ისე შორს, ეგეოსის ზღვის ფსკერზე, სატელიტური ფოტოების გამოყენებით, იდეალურად მრგვალი ობიექტი აღმოაჩინეს, რომლის დიამეტრი, დაახლოებით, 75 მეტრია. ის ზედაპირიდან, ოცი მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და ამიტომ, სრულიად გაუგებარია, თუ რატომ არ არის აქამდე შესწავლილი?!

ან იქნებ, შესწავლილიც არის, მაგრამ კვლევის შედეგი, ფართო საზოგადოებას არ გაუზიარეს?

III. ამერიკის შეერთებული შტატები. ცოტა ხნის წინ, კალიფორნიის სანაპიროსთან, მალიბუდან, 10 კილომეტრში, ჭეშმარიტად უზარმაზარი წყალქვეშა ობიექტი აღმოაჩინეს. მისი დისკის მაგვარი ფორმა და უჩვეულო შიდა სტრუქტურა, წყალქვეშა ანომალიის ბუნებრივ წარმოშობაში ეჭვი, ყველზე ჯიუტ სკეპტიკოსებსაც კი ეპარებათ.

ობიექტის ზომა 2, 172 X 3, 942 კილომეტრია, სიმაღლე – 800 მ. თავად ანომალია ქვის სვეტებზე "დევს", რომელთა სიმაღლე, 1 კილომეტრზე ცოტა მეტია.

იმის გათვალისწინებით, რომ წყალქვეშა ობიექტზე ამო დაკვირვებას აწარმოებს. ხოლო, აღნიშნული ობიექტი, როგორც ამერიკელი უფოლოგი აცხადებს, პერიოდულად, დაბალ სიხშირის რადიოსიგნალებს გამოსცემს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კაცობრიობამ, 600 მეტრის სიღრმეზეა, უცხოპლანეტელების ბაზა აღმოაჩინა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წყლიდან უცხოპლანეტური ხომალდის ამოფრენის ფაქტი, ჯერ–ჯერობით არ დაფიქსირებულა... თუმცა, შესაძლებელია, მათ იდეალური შენიღბვის მექანიზმი აქვთ?


image

არხის სხვა სიახლეები:


* მსოფლიოს 10 უძველესი ქალაქი, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის განვითარების მოწმე გახდა

* მინოსური ცივილიზაციის ყველაზე შთამბეჭდავი ტექნოლოგიები

* კანადელი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ სტალინი 1959 წ. გარდაიცვალა

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
535
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
535
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0