სხვა პირველი ადამიანი, ვისაც წარმატებით გაუკეთეს სახის გადანერგვა, ქორწინდება 18 ნოემბერი, 11:00
2018 წლის ივლისში ჯო დიმეოს ცხოვრება ორად გაიყო "მანამდე" და "შემდეგ". ღამის მორიგეობის შემდეგ მას თავისი Dodge Challenger-ის საჭესთან ჩაეძინა, მანქანა ღობეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ორმა მამაცმა თვითმხილველმა დიმეო ცეცხლწაკიდებული მანქანიდან გამოიყვანა, მაგრამ მისი სხეულის 80% მესამე ხარისხის დამწვრობამ დააზიანა.
მამაკაცი მედიკამეტოზურ კომაში მოათავსეს და 20-ზე მეტი რეკონსტრუქციული ოპერაცია გაუკეთეს.
2020 წლის აგვისტოში, 26 წლის ჯო გახდა პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელსაც გადაუნერგეს სახე და ორივე ხელი. ოპერაცია დაახლოებით 23 საათს გაგრძელდა და წარმატების იმედი მხოლოდ 6% იყო. ჯოს ისტორიის გაცნობის შემდეგ, 33 წლის ჯესიკა კობიმ მას სოციალურ ქსელში მესიჯი მისწერა.. მალე მათი მომოწერა რომანტიკული ურთიერთობაში გადაიზარდა და საბოლოოდ ქალი თავის რჩეულთან, ნიუ ჯერსიში გადავიდა. დიმეომ ცოტა ხნის წინ ნიშნობის შესახებ განაცხადა. მან სოციალურ ქსელში გაავრცელა თავისი, კობის და მათი ძაღლების-ბოსტონ ტერიერის ფოტოები წარწერით: "მნიშვნელოვანი რამ მოხდება 5 დეკემბერს". სხვა ფოტოზე კობის ხელზე ნიშნობის ბეჭედი ჩანს. პატარძალმა სასიხარულო ამბავი ასეთი სიტვებით გააზიარა: "მგონი მე ვარ ის, ჯო, ვისაც სჭირდები. მან შემომთავაზა ცოლობა და მე ვუთხარი დიახ! ერთი სული მაქვს ჩვენს ქორწილამდე". 217 2-ს მოსწონს
|