x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სტუდენტმა უიშვიათესი თევზი "ქაშაყი მეფე" იპოვა სანაპიროზე, რომელიც კატაკლიზმებს მოასწავებს (ვიდეო)

imageშეერთებულ შტატებში, კალიფორნიის სანაპიროზე "ქაშაყი მეფე" გამორიყა, რომელიც, ლეგენდის თანახმად, კატაკლიზმებს მოასწავებს. ინფორმაციას KFMB-TV ავრცელებს.


იშვიათი ღრმა ზღვის თევზი დაახლოებით სამი მეტრის სიგრძის შემთხვევით აღმოაჩინა სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის სტუდენტმა ელისონ ლაფერიერმა 6 ნოემბერს საკურორტო ქალაქ ენცინიტას სანაპიროზე. "გავიფიქრე, "ვაა, ეს წარმოუდგენელია. არ მჯერა, რომ ერთ-ერთი მათგანი ჩემ წინ არის", - ასე აღწერა გოგონამ თავისი შთაბეჭდილებები.


ტელეარხი განმარტავს, რომ 120 წელზე მეტი ხნის დაკვირვებით, კალიფორნიის სანაპიროებთან 20-დე "ქაშაყი მეფე" იპოვეს.


„ეს სახეობა ოკეანის სიღრმეში ცხოვრობს. მათთვის ყველაზე კომფორტული სიღრმე დაახლოებით 150-300 მეტრია, ამიტომ მათი ნახვა ძალზე იშვიათად არის შესაძლებელი“, - ამბობს სკრიპსის ინსტიტუტის მკვლევარი ბენ ფრაბლი.


თევზის ლეში გადაეცა მეცნიერებს, რომლებიც აპირებენ გაარკვიონ, რატომ გამოვიდა იგი ნაპირზე. „თევზები, ისევე როგორც სხვა ცხოველები, ეძებენ საკვებს, საცხოვრებლად შესაფერის ადგილებს და პარტნიორებს გამრავლებისთვის. მე მჯერა, რომ ეს "ქაშაყი მეფეც" მსგავს რამეს ეძებდა. ან იქნებ ავად გახდა და გზა აერია“, - განაცხად იქთიოლოგმა მაიკლ დრექსლერმა.



"ქაშაყი მეფე" ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო თევზად მსოფლიო ოკეანეებში. გველის მსგავსი სხეული აქვს, რომლის სიგრძე 11 მეტრს აღწევს. არსებობს ცნობები 15 მეტრამდე სიგრძის ეგზემპლარებზეც, მაგრამ მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

image

ამ სახეობის თევზები ცხოვრების უმეტეს ნაწილს 900 მეტრზე მეტ სიღრმეში ატარებენ და თითქმის არასოდეს ამოდიან ზედაპირზე. იქთიოლოგებმა ამ თევზის მხოლოდ 3 სახეობა იციან.


უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ წყლის ზედაპირზე ქაშაყის მეფის გამოჩენა გარდაუვალი კატაკლიზმის ნიშანია. კერძოდ, 2011 წლის დამანგრეველი მიწისძვრამდე იაპონიაში, დაახლოებით ოცამდე თევზი გამორიყა სანაპიროზე.

0
153
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0