x
image
ლურჯი თოლია
საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ

ცხოველები

1. ცხოველებს ადამინების უფრო ეშინიათ, ვიდრე მაგ; ლომების ან ლეოპარდების.

2. რვაფეხას სამი გული აქვს და თითოეული განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებს.

3. ზღვის ცხენებში მამრები გადიან ორსულობის ფაზას და მშობიარობენ.

4. სამეფო არწივი მთელ ცხოვრებას ერთ პარტნიორთან ატარებს და არც ბუდეს იცვლის.

5. ცხოველთა შორის ყველაზე მძინარა, კოალაა. მას დღე-ღამეში 22 საათი სძინავს. მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 15 წელია, გამოდის, რომ სიცოცხლეში დაახლოებით 13 წელს ძილში ატარებს.

6. მსოფლიოში ყველაზე დიდ პეპელას აქვს 28 სმ სიგრძის ფრთები.

7. სპილო დღეში დაახლოებით 225 კილოგრამ საკვებს მიითმევს. ერთ ჯერზე კი 135 ლიტრი წყლის დალევა შეუძლია.

8. ენოტი საკვებს რეცხავს და ისე მიირთმევს. მას ურჩევნია შიმშილით მოკვდეს, ვიდრე მანამ შეჭამოს რამე, სანამ მას წყალში არ გაავლებს და კარგად არ გაასუფთავებს.

9. ჟირაფის კისერი დაახლოებით 2, 5 მეტრი და 11 კილოგრამია.

10. თეთრ დათვს ძალიან კარგი ყნოსვა აქვს. მას შეუძლია 30 კილომეტრზე იგრძნოს ზვიგენის გვამის სუნი. 1 მეტრიანი ყინულის ქვეშ მყოფ სელაპსაც სუნით გრძნობს.

11. ზვიგენი იძულებულია სულ იმოძრაოს. მინიმუმ 3 კმ/საათში მაინც. სხვანაირად მის ორგანიზმს საჭირო ჯანგბადი არ მიეწოდება.

12. 1 გრამი თაფლის დამზადებისთვის ფუტკარი 7 500 ყვავილისგან იღებს ნექტარს.

13. დელფინი 200 მეტრის სიღრმეზე ჩადის და 15 წუთი შეუძლია გაძლოს ზედაპირზე ამოსვლისა და ჩასუნთქვია გარეშე.

14. დედალი ტერმიტი 30 000 კვერცხს დებს დღეში.

15. კოლიბრი იმდენად პატარა ჩიტია, რომ ხშირად ობობას ქსელში ეხვევა და თავს ვეღას აღწევს.

0
434
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0