x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138429
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"ერთი პრობლემა აქვს" - მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავაზე

image


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას პარლამენტის წინ გამართული მასშტაბური აქციის დროს საზოგადოებისადმი სამ ენაზე მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მისი გამოსვლის ვიდეოს აზიარებს:


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სამივე უცხო ენაზე საუბრობს, როგორც მშობლიურზე, თუმცა ერთი პრობლემა აქვს - თითქმის ვერ საუბრობს რუსულად და ეტყობა ამის გამოც არ სურს საქართველოს გარუსება "- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.


ვიდეოს ნახვის მსურველები მიჰყევით ქვემოთ მითითებულ ლინკს


https://www.facebook.com/watch/?v=545567045069922&t=5



შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, რუსთაველის გამზირზე აქცია - "ჩვენ ვართ ევროპა" გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ.


საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მსვლელობით მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებმა სპეციალური კორდონი მოუწყვეს, დემონსტრანტები დელეგაციის წევრებს ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ. ევროპელი პარლამენტარები სცენაზე ევროკავშირის ჰიმნის ფონზე ავიდნენ, რომლის შემდეგაც საქართველოს ჰიმნი შესრულდა.

შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლების შემდეგ, 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმაც მიმართეს.


პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნები დანიშვნას ითხოვენ.






0
774
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
774