მოგზაურობა წყვილი, რომლებსაც ერთ ფოტოში 9 000$-ს უხდიან 18 ნოემბერი, 12:03 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. 26 წლის ბრიტანელი ჯეკ მორისი და მისი 24 წლის ავსტრალიელი მეგობარი გოგონა ლორენ ბულენი ერთმანეთს 2016 წლის მარტში ფიჯიში შეხვდნენ. მას შემდეგ დაიწყეს ერთად მოგზაურობა და ბლოგის ჩაწერა. მათ უკვე 45 ქვეყანა მოინახულეს და თითოეულ პოსტზე 9000 $-ს უხდიან. რატომ უხდიან მათ ამხელა თანხას? ჯეკი და ლორენი წარმოუდგენლად ლამაზ ფოტოებს იღებენ. წყვილი ფულს შოულობს ბრენდებისა და ტურისტული კომპანიებისგან, რომლებიც აფინანსებენ მათ თავგადასავლებს მთელს მსოფლიოში. ჯეკმა გადაწყვიტა რამდენიმე სასარგებლო რჩევა გაეზიარებინა, თუ როგორ უნდა გადავიღოთ ფოტოები და როგორ გადავაქციოთ ჩვენი გატაცება და მოგზაურობა, კარიერად. „ფოტოს გადაღება გვირჩევნია დღის გარკვეულ მონაკვეთში - მზის ამოსვლიდან ერთი საათის შემდეგ. ის ადგილები, რომლებიც ჩვეულებრივ ხალხით არის სავსე, ამ დროს თითქმის უკაცრიელია“. ”მე ვასწორებ ფოტოებს ჩემი Lightroom პარამეტრების გამოყენებით, რათა ისინი გამოვიდეს ერთ სტილში.” დიდი მოგზაურობის დაწყებამდე ჯეკი მუშაობდა ხალიჩების მრეცხავად. "ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ დრო იყო რაღაც შემეცვალა: ავიღე ცალმხრივი ბილეთი ბანგკოკში და უკან აღარ მომიხედავს" - ამბობს ის. ორი წლის მოგზაურობის შემდეგ მან აიღო კამერა და შექმნა თავისი ბლოგი Doyoutravel. ჯეკი ირწმუნება, რომ ისინი იღებენ რეკლამას მხოლოდ იმ პროდუქტების ან ბრენდების შესახებ, რომლებიც მათ ნამდვილად მოსწონთ. ”ბევრი ბრენდი ცდილობდა ჩემთან შეთანხმების მიღწევას სანამ დავიწყებდი მათგან სპონსორობის შემოთავაზებების მიღებას. ფულში არ იყო საქმე. თუ პროექტს ვიღებდი, ის ყოველთვის გასართობად იყო. ახლა ჩვენ მხოლოდ იმ ბრენდებისა და პროდუქტების რეკლამას ვაკეთებთ, რომლებისაც ნამდვილად გვჯერა“. 585 4-ს მოსწონს
|